“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საინისტროს სისტემაში საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2005 ძალადაკარგული 07.04.2011
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.023.007.893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 01/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.007.893

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №479

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველის კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (სამინისტროსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ცენტრალური აპარატებისათვის)

    მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი (საქვეუწყებო დაწესებულებების უფროსი და მოადგილე)

ა) უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

ბ) მართვის უნარი;

გ) დეპარტამენტისათვის განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

დ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ე) უცხო ენის ცოდნა (ადმინისტრაციული, ლიცენზიებისა და ნებართვების, მდგრადი განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების და კონვენციების, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტების უფროსებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

    მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საქვეუწყებო დაწესებულებების სამმართველოს უფროსი და მოადგილე)

ა) უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

ბ) მართვის უნარი;

გ) დეპარტამენტისათვის განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

დ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ე) უცხო ენის ცოდნა (საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონვენციების, მდგრადი განვითარების დეპარტამენტების უფროსების მოადგილეთათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

    მუხლი 3. სამსახურის უფროსი (სამმართველოს ან საქვეუწყებო დაწესებულებების განყოფილების უფროსი)

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 1 წლის სტაჟი;

ბ) მართვის უნარი;

გ) სამმართველოსათვის განკუთვნილი სფეროს სრულყოფილად ცოდნა;

დ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ე) უცხო ენის ცოდნა (ლიცენზირების, ნებართვების, პროექტის კოორდინაციის, სტრატეგიული დაგეგმვის, სასამართლო დავებისა და იურიდიულ საკითხთა უზრუნველყოფის, წყლის რესურსების, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების, ეკოლოგიური მონიტორინგის და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოებისა და საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, გეოლოგიის, სამსახურების უფროსებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

    მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება;

ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

გ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო ურთიერთობების, პარლამენტთან ურთიერთობის და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჰარმონიზაციის, პროექტის კოორდინაციის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოების (სამსახურების) მთავარი სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

    მუხლი 5. უფროსი სპეციალისტი

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება;

ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

გ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო ურთიერთობების, პარლამენტთან ურთიერთობის და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჰარმონიზაციის, პროექტის კოორდინაციის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოების (სამსახურების) უფროსი სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

    მუხლი 6. სპეციალისტი

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება სასურველია;

ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

გ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო ურთიერთობების, პარლამენტთან ურთიერთობის და საერთაშორისო ხელშეკრულებების ჰარმონიზაციის, პროექტის კოორდინაციის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოების (სამსახურების) სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).