“სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.007.896
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №650
2005 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს №1 დანართით გათვალისწინებული სალიცენზიო მოწმობის ფორმა შემდეგი ნიშნებით:
ა) რელიეფური დამცავი ბადე;
ბ) ნუმერაცია საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ანათებს;
გ) ჭვირნიშანი (სტამბური წესით დატანილი პენეტრირებული წყლის ნიშანი).
2. დამტკიცდეს №2 დანართით გათვალისწინებული სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 10 თებერვლის №64 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №18, მუხ. 178)
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დანართი 2
სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესი
ლიცენზირებადი საქმიანობის სარეგისტრაციო ნომრის:
1. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს კალენდარული წლის ბოლო ორ რიცხვს.
2. მესამე ციფრით განისაზღვრება ლიცენზიის სახე:
ა) საქმიანობის ლიცენზია – 1;
ბ) საქმიანობის სპეციალური ლიცენზია – 2;
გ) საქმიანობის გენერალური ლიცენზია – 3.
3. მეოთხე ციფრი აღნიშნავს ლიცენზირებული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობების სახეებს:
ა) 1 – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა;
ბ) 2 – უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) 3 – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა;
დ) 4 – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა;
ე) 5 – მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობა.
4. ბოლო სამი ციფრი რეესტრის სარეგისტრაციო ნომრებია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.04.2010.
- როდის იქნა მიღებული “სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"?
- “სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ" მიღებულია 29.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №650. სარეგისტრაციო კოდი — 430.010.000.22.022.007.896.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.04.2010-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.04.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და სალიცენზიო მოწმობის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ", №650, 29.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.007.896 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62164/