📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.1998
ძალის დაკარგვა 26.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №209
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 30/04/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,995 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.1998 მიღება
26.01.2001 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 209 1998 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების შესახებ „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების, სტრუქტურისა და სისტემის ორგანიზაციათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 8 მაისის № 315 ბრძანებულება.                                                                       ე. შევარდნაძე საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) კულტურის სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველმყოფი სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც ასრულებს კანონიდან გამომდინარე და საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. სამინისტროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, რომელზეც განთავსებულია წარწერა „საქართველოს კულტურის სამინისტრო“. 4. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს აბრაზე. 5. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი № 37. II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები 6. სამინისტროს ამოცანაა კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. 7. სამინისტროს საქმიანობის სფერო მოიცავს: ქვეყანაში თეატრალურ, კინო, მუსიკალურ, სახვით, ქორეოგრაფიულ, მონუმენტურ, დეკორატიულ-გამოყენებით, საესტრადო და საცირკო პროფესიულ ხელოვნებასა და ხალხურ შემოქმედებას, სახელოვნებო განათლებას, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა-გამოყენებას, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო ლიცენზიების განხორციელებას, კულტურულ ღირებულებათა დაცვას, აღრიცხვას, ექსპერტიზას, ქვეყნიდან გატანისა და შემოტანის რეგულირებას, კომპეტენციის ფარგლებში კულტურულ - შემეცნებით ტურიზმს, საკონკურსო, საფესტივალო, სანახაობით-გასართობ, ხელოვნების ნაწარმოებთა სააუქციონო, სამარკეტინგო, პოლიგრაფიულ-საგამომცემლო, სისტემის სარეკლამო საქმიანობას, ხალხური მხატვრული რეწვის ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობას, ხალხური მხატვრული რეწვის ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობასა და კულტურის სფეროს ინდუსტრიის განვითარებას. 8. სამინისტრო მხარს უჭერს და ზრუნავს ქართულ მწერლობაზე, ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებზე, სახელოვნებო განათლებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულ მუშაკებზე, უქმნის მათ სამუშაო პირობებს, ზრუნავს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. 9. სამინისტრო იღებს ზომებს მუზეუმებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული საგანძურის დაცვისა და პოპულარიზაციისათვის, კულტურის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარებისათვის. 10. სამინისტრო თავის პრაქტიკულ საქმიანობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობით. 11. სამინისტრო თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების საფუძველზე ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკის კულტურის სფეროში, რაც ითვალისწინებს: ა) შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლების აღიარებასა და მისი შეზღუდვის დაუშვებლობას, კულტურის მონაპოვართა ხელმისაწვდომობას; ბ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების თავისუფალ საქმიანობას, ქვეყნის მოქალაქეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას; გ) საქართველოში მცხოვრები ეროვნებების, სოციალური ჯგუფებისა და მოქალაქეების მიერ კულტურულ ღირებულებათა შექმნის, გამოყენებისა და გავრცელების თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, მსოფლიო კულტურის მიღწევებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად სახელოვნებო განათლების სისტემის განვითარებას. 12. სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად: ა) კულტურის სფეროს დასაფინანსებლად სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს კულტურის ობიექტების პრივატიზაციის განხორციელებისათვის საჭირო საკითხების შემუშავებაში; გ) ქმნის კულტურის წახალისების ფონდებს; დ) კოორდინაციას უწევს კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებებისა და პროგრამების განხორციელებას; ე) კულტურის სფეროში ამკვიდრებს საკონტრაქტო სისტემას; ვ) ზრუნავს სფეროს შესაბამისი იურიდიულ-სამართლებრივი მომსახურებისათვის; ზ) იცავს კულტურის სფეროს მუშაკთა სოციალურ ინტერესებს და უფლებებს; თ) კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შექმნის შესახებ; ი) ზრუნავს ახალგაზრდა შემოქმედთა მოღვაწეობის სტიმულირებისა და მათი სოციალური დაცვისათვის; კ) კომპეტენციის ფარგლებში ზრუნავს კულტურის სფეროში საავტორო უფლებების დაცვისათვის; ლ) დადგენილი წესით აღკვეთს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ სამინისტროს ლიცენზიის გარეშე საქმიანობას კულტურის სფეროში და კულტურის ღირებულებათა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას; არსებული წესის დარღვევაში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად იღებს შესაბამის ზომებს; მ) ქმნის პირობებს კულტურის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის, რისთვისაც ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ნ) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო კულტურის კერებისა და ფონდების შექმნას, ეხმარება კულტურის დაწესებულებებს კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრად გახდომაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ამ საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის შექმნაში; ო) დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს საკუთრებაში არსებულ კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვასა და დაცვას; შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ამუშავებს და ახორციელებს საქართველოდან უკანონოდ გატანილ კულტურულ ღირებულებათა დაბრუნების ღონისძიებებს; პ) ხელს უწყობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე შემოქმედებსა კულტურის ორგანიზაციებს კულტურულ ღირებულებათა და ეროვნულ კულტურულ მონაპოვართა დაცვაში, მათ შესწავლასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში; ჟ) იცავს და აღრიცხავს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. III. სამინისტროს სტატუსი და უფლებამოსილებანი 13. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 14. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 15. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გამოყენების კოორდინაციას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია სახელმწიფო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის. 16. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 17. მინისტრსა და სამინისტროს თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ იმავდროულად ეკავოთ სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. 18. კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია სამინისტროს უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებისათვის. 19. სამინისტრო ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს კულტურის ყველა მიმართულებას მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დონის ამაღლების, მოსახლეობის კულტურულ-ესთეტიკური მომსახურების მიზნით, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის სრულყოფისა და კულტურულ-ესთეტიკურ მოთხოვნილებათა მაქსიმალურად დაკმაყოფილებისათვის. 20. დასახულ მიზანთა მისაღწევად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო უფლებამოსილია: ა) მეთოდური დახმარება გაუწიოს სხვა უწყებებს კულტურულ საქმიანობაში; ბ) მისცეს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემის უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებს, სკოლებს ყოველწლიურად მისაღები კონტინგენტის განსაზღვრისა და მათ კურსდამთავრებულთა შრომითი მოწყობის დროს; გ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო აპარატში ხელშეკრულებით მოიწვიოს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი; დ) ბრძანების სახით გამოსცემს სტანდარტები, ნორმატივები, მითითებები, დებულებები, განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; ე) შეიმუშაოს სფეროსთან დაკავშირებული საჭირო საკანონმდებლო აქტების პროექტები და დადგენილი წესით წარუდგინოს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტს; ვ) დადგენილი წესით განახორციელოს კულტურის სფეროს განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები, შეასრულოს გენერალური დამკვეთის ფუნქცია; ზ) სფეროს განვითარების საჭიროებისათვის, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, შუალედური რგოლის მეშვეობით განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა; თ) მოაწყოს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მასშტაბის სემინარები, კონკურსები, გამოფენები, გამოფენა-გაყიდვები, აუქციონები და სხვა ღონისძიებები; ი) მოამზადოს და გამოსცეს კულტურის სფეროსთან დაკავშირებული ლიტერატურა, პერიოდიკა და სხვ.; კ) დადგენილი წესის შესაბამისად შექმნას საგამომცემლო და სარეკლამო დაწესებულებები; ლ) ხელი შეუწყოს შემოქმედებით კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს რეპერტუარის შერჩევაში; მ) კანონის თანახმად განახორციელოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ლიცენზირება კულტურის სფეროში; ნ) დადგენილი წესით გასცეს კომპეტენტური დასკვნა და შესაბამისად ნებართვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძეგლების, არქიტექტურულ-სკულპტურული და დეკორატიული კომპოზიციების აგების, განთავსების ან აღების შესახებ; ო) ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნას, მოაწყოს კულტურის დღეები, გაცვლითი გასტროლები, გამოფენები, უზრუნველყოს კოლექტივებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში; პ) მოისმინოს სამინისტროს სისტემის ორგანიზაციათა ანგარიში, პერიოდულად შეამოწმოს მათი მუშაობა და კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ზომები ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად; ჟ) სამინისტროს სისტემაში კადრების მოზიდვისა და დამკვიდრების მიზნით კანონით დადგენილი წესით გასცეს წელთა ნამსახურობის დანამატი. IV. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები 21. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი კანონით დადგენილი წესით. 22. მინისტრის კომპეტენცია განისაზღვრება „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით. 23. მინისტრი: ა) მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგეობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) თავის უფლებამოსილებათა ფარგლებში ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მათ შესრულებას; გ) პერსონალურად აგებს პასუხს სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ბრძანებებს; ე) თანახმად კანონმდებლობისა, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებსა და კულტურის სისტემის ორგანიზაციათა ხელმძღვანელ მუშაკებს; ვ) საჭიროების შემთხვევაში სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად დადგენილი წესით იღებს ერთობლივ გადაწყვეტილებებს; ზ) აჩერებს და აუქმებს სისტემის ორგანიზაციათა ხელმძღვანელების უკანონო ბრძანებებსა და ინსტრუქციებს; თ) წარადგენს კანდიდატურებს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ი) იღებს გადაწყვეტილებებს კულტურის მუშაკთა წახალისების შესახებ; კ) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები სამინისტროს საშტატო ნუსხაში; ლ) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს; მ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებებით, განსაზღვრავს მათ მოვალეობას და საქმიანობის წესს, ამტკიცებს მათ დებულებებს. კომისიის მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს; ნ) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობებს, ამტკიცებს მათ დებულებას; ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, სახელმწიფო კანცელარიას მიმართავენ მინისტრის მეშვეობით; პ) დადგენილი წესით პრეზიდენტთან და პარლამენტში შეაქვს წინადადებები სამინისტროს გამგებლების სფეროს საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად; ჟ) აწარმოებს მოქალაქეთა პირად მიღებას. 24. მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (ბრძანებები) სავალდებულოა შესასრულებლად. 25. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 26. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 27. მინისტრის დავალებით მისი ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 28. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. 29. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს. 30. მინისტრისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტა ხდება კანონით დადგენილი წესით. 31. სამინისტროში იქმნება სათათბირო ორგანო - საბჭო, რომელიც აერთიანებს მინისტრს (თავმჯდომარე) და  მინისტრის მოადგილეებს, აგრეთვე სამინისტროს აპარატის ქვედანაყოფებისა და საუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს. საბჭოს წევრთა რაოდენობა და მისი პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 32. სამინისტროს საბჭო თავის სხდომებზე განიხილავს კულტურის სფეროს აქტუალურ საკითხებს, პრობლემებს. 33. საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განხილულად საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. V. სამინისტროს სტრუქტურა - ხელმძღვანელობა; - მინისტრის სამდივნო; - საორგანიზაციო მუშაობის, კადრებისა და სახელოვნებო განათლების სამმართველო; - ხელოვნების სამმართველო; - კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა და ხალხური შემოქმედების სამმართველო; - საერთაშორისო კულტურული ურთიერთობათა სამმართველო; - კულტურის სფეროს ინდუსტრიისა და სახელმწიფო ლიცენზირების სამმართველო; - კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვის, ექსპერტიზისა და გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველო; - ეროვნული კინოცენტრი; - სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგია; - კულტურული პროგრამების დირექცია; - საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილება; - იურიდიული სამსხური; - საქმეთა მმართველობა; - საფინანსო-ეკონომიკური სამმართველო; - საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და კონტროლის სამმართველო; - სამეურნეო სამმართველო; VI. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები 34. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანებია: ა) მინისტრის სამდივნოსი - სამინისტროს საქმიანობის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები; ბ) საორგანიზაციო მუშაობის, კადრებისა და სახელოვნებო განათლების სამმართველოსი - სამინისტროს ძირითად ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების, საკადრო პოლიტიკის უზრუნველყოფის, სახელოვნებო განათლების სრულყოფისა და კოორდინაციის, მუშაკთა წახალისებისა და ადმინისტრაციული ზემოქმედების საკითხები; გ) ხელოვნების სამმართველოსი - თეატრალური, სახვითი, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, საესტრადო პროფესიული ხელოვნების საკითხები, ურთიერთობები შემოქმედებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; დ) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა და ხალხური შემოქმედების სამმართველოსი - კულტურის სახლების, კლუბების, მუზეუმების, კულტურისა და დასვენების პარკების, სახალხო თეატრების, ბიბლიოთეკების, ხალხური მხატვრული რეწვის ოსტატთა საქმიანობის ხელშეწყობის, მეთოდური რეკომენდაციების შემუშავების, ხალხური მხატვრული შემოქმედების ოლიმპიადებისა და დათვალიერებების მოწყობილობის, ეროვნული საგანძურის დაცვისა და პოპულარიზაციის, საქართველოში მცხოვრებ ეროვნებებთან კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე; ე) საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა სამმართველოსი - კულტურის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის, საქართველოში საერთაშორისო კულტურის კერებისა და ფონდების შექმნის ხელშეწყობის, ქვეყნის კულტურის დაწესებულებების საერთაშორისო ორგანიზაციების წევრად გახდომას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხები; ვ) კულტურის სფეროს ინდუსტრიისა და სახელმწიფო ლიცენზირების სამმართველოსი - კულტურის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობის ლიცენზირების, კულტურის სფეროს ინდუსტრიის ამოქმედებისა და განვითარების საკითხები; ზ) კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვის, ექსპერტიზისა და გატანა-შემოტანის რეგულირების სამმართველოსი - კულტურულ ღირებულებათა დაცვის, აღრიცხვის, ექსპერტიზის, ქვეყნიდან გატანისა და შემოტანის რეგულირების, შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საქართველოდან უკანონოდ გატანილ კულტურულ ღირებულებათა დაბრუნების საკითხები; თ) ეროვნული კინოცენტრისა - კინოს სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის, კინოს ინფრასტრუქტურის განვითარების კოორდინაციის, სტატისტიკური აღრიცხვის, საერთაშორისო კავშირურთიერთობის განვითარების საკითხები; ი) სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიისა - ქართული მწერლობის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიის საავტორო უფლებათა დაცვის, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემისა და განხორციელების რეკომენდაციების, ავტორებთან მუშაობის კოორდინაციის საკითხები; კ) კულტურული პროგრამების დირექციისა - კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებებისა და პროგრამების განხორციელების, საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მასშტაბის სემინარების, კონკურსების, გამოფენებისა და სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიებების კოორდინირების, მოწყობის საკითხები; ლ) საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილებისა - სამინისტროს საქმიანობის, ქვეყნის კულტურული ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეკრებისა და გავრცელების უზრუნველყოფისა და საგამომცემლო საკითხები; მ) იურიდიული სამსახურისა - სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხები; ნ) საქმეთა მმართველობისა - სამინისტროს რეგლამენტისა და საქმისწარმოების წესის შესაბამისად დოკუმენტაციის აღრიცხვის, სათანადო მასალების მომზადების, დავალებების შესრულების კონტროლისა და გაფორმების უზრუნველყოფის საკითხები; ო) საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოსი - ცენტრალურ ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციების ბიუჯეტების პროექტების შედგენის, ბიუჯეტის შესაბამისად ხარჯთა ნუსხების ორგანიზაციისათვის მიწოდების, ლიმიტების განაწილების, საშტატო ნუსხების შემოწმება-დამტკიცების, სამინისტროს სისტემის წლიური და კვარტალური ანგარიშების შეკრების, ნაერთის დამუშავებისა და ზემდგომ ორგანოებში გაგზავნის უზრუნველყოფის საკითხები; პ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და კონტროლის სამმართველოსი - სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში პირველადი აღრიცხვის, სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშგების, კრებსითი ანგარიშგებისა და ბალანსების შედგენისა და ზემდგომ ორგანოებში წარდგენის, საკონტროლო-სარევიზიო მუშაობის, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა სწორად ხარჯვის საკითხები; ჟ) სამეურნეო სამმართველოსი - შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, კომუნალური მეურნეობის ორგტექნიკა და საკანცელარიო ნივთებით მომარაგებისა და სხვა დამხმარე ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხები. VII. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები 35. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროების, სამხარეო, საქალაქო, რაიონული კულტურის სამმართველოების, განყოფილებებისა და სამსახურების მეშვეობით. 36. სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკების კულტურის სამინისტროები, სამხარეო, საქალაქო, რაიონული კულტურის სამმართველოები, განყოფილებები, სამსახურები, მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციები, დაწესებულებები, საწარმოები და სხვ. ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას. 37. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამინისტროს ტერიტორიული რაიონების (კულტურის სამმართველოები, განყოფილებები და სამსახურები) ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონით დადგენილი წესით. 38. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით სამინისტრო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკის კულტურის სფეროში. VIII. სამინისტროს ქონება და სახსრები 39. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა. 40. სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები და საბრუნავი საშუალებები. 41. სამინისტროს სახსრებს შეადგენს: ა) ასიგნებანი ბიუჯეტიდან; ბ) საქველმოქმედო შემოწირულობანი და დახმარება; გ) კანონით დაშვებული სხვა შემოსავლები; 42. სამინისტროს დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. 43. საბიუჯეტო თანხების ხარჯვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის ფარგლებში. IX. სამინისტროს გარდაქმნა და საქმიანობის შეწყვეტა 44. სამინისტროს გარდაქმნა და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.