ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2024
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016607
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/07/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მოტივაცია – რატომ გადაწყვიტა აღნიშნულ ბიზნესში ოპერირება და მონაწილეობა |
| 2 | ბიზნესის მართვის ორგანიზაციული ხედვა – რა ფორმით იქნება დაფუძნებული და ვინ რა პოზიციებზე იქნება, მათი გამოცდილება. |
| 3 | მომსახურება ან პროდუქტის აღწერა – დეტალურად აღწერილია ის მომსახურება ან პროდუქტი, რომლის შექმნას ან განვითარებას გეგმავს ბენეფიციარი. |
| 4 | მომხმარებლის და ბაზრის აღწერა – დეტალურად აღწერილია მომხმარებელი და ბაზარი, სადაც ბენეფიციარი გეგმავს გაყიდვებს. |
| 5 | საწარმოო გეგმა – ბენეფიციარს ზუსტად აქვს წარმოდგენილი პროდუქტი ან მომსახურების წარმოების გეგმა, დათვლილია მისი თვითღირებულება. |
| 6 | გაყიდვის გეგმა – ბენეფიციარს ზუსტად აქვს წარმოდგენილი პროდუქტი ან მომსახურების გაყიდვების გეგმა და წარმოებული პროდუქტის და მომსახურების გასაყიდი ფასი და მოგების მარჟა. |
| 8 | რისკების შეფასება –ბენეფიციარს შეფასებული აქვს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და სისუსტეები. რეალისტურად უყურებს რისკებს. |
| 9 | პროექტის მდგომარეობა – ბენეფიციარის მიერ შექმნილი პროდუქტი და მომსახურება საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მდგრადი. |
| 10 | რეინტეგრაციაში მყოფი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით |
| 11 | ქალი განმცხადებელი |
| 12 | მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი |
| 13 | შშმ პირი, მისი ოჯახის წევრი ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი |
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროექტის განხორცილების ადგილი | მუნიციპალიტეტი: სოფელი: |
| დასაქმებულთა რაოდენობა (რამდენი ადამიანის დასაქმებას გეგმავთ პროექტის განხორცილების პერიოდიში ) | სულ - მათ შორის: |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 02 11) განხორციელების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის (პროგრამული კოდით 06 02 12) პროგრამის განხორციელების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების შესახებ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) განხორციელების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „ინიციატივების თანადაფინანსებისა და ახალგაზრდული იდეების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) განხორციელების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2024 წლის 5 ივლისი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16 ) განხორციელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე- 3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პროგრამის საპროექტო განაცხადის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების წესი წარმოადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამის, ორგ. კოდი 06 02 16) განხორციელების ძირითად საფუძველს და მარეგულირებელ აქტს.
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროგრამის (ორგ. კოდი 06 02 16) სრული თანხა შეადგენს – 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარს.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზნები
პროგრამის მიზნებს წარმოდგენს:
ა) სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების მხარდაჭერა;
ბ) იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოებისა და პოპულარიზაციისკენ;
გ) ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
დ) დასაქმების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) თანასწორობა;
გ) საჯაროობა;
დ) მიუკერძოებლობა;
ე) კოლეგიალურობა;
ვ) საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
მუხლი 4🔗. პროგრამის პარტნიორი
პროგრამის პარტნიორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი:
ა) ვისგანაც მუნიციპალიტეტს გააჩნია გრანტის მიღების უფლება;
ბ) რომელიც არაფინანსურად მხარს უჭერს პროგრამის განხორციელებას.
მუხლი 5🔗. პროგრამის საკონკურსო კომისია
1. პროგრამის ფარგლებში მიღებული განაცხადებიდან გამარჯვებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, იქმნება საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია);
2. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მერი;
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მერის მოადგილე;
ბ) კომისიის წევრები:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის ერთ-ერთი წევრი;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და საფინანსო სამსახურის უფროსები ან ამ სამსახურის წარმომადგენლები;
ბ.გ) ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის ერთი წარმომადგენელი;
ბ.დ) პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი (მათი მოთხოვნის შემთხვევაში);
ბ.ე) ადგილობრივი ბიზნესსექტორის ერთი წარმომადგენელი;
გ) კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას, კომისიის სხდომის ოქმების მომზადებას და სხვა ტექნიკური საკითხების უზრუნელყოფას და ამავდროულად პასუხისმგებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემოსულ წერილობით კორესპონდენციაზე. კომისიის მდივანი არ მონაწილეობს შეფასების პროცესში.
4. მერი უზრუნველყოფს კომისიაში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და დასაქმების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო/ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელების და თემატური ექსპერტების მონაწილოებას, თანხვედრი საჭიროებიდან გამომდინარე.
მუხლი 6🔗. პროგრამაში მონაწილეობის პირობები და პროგრამის ბენეფიციარი
1. პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწლეობას იღებს ლაგოდეხის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი:
ა) 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი, რომელსაც პროექტის გამარჯვების შემთხვევაში წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე;
გ) მეწარმე იურიდული პირი.
2. პროგრამის ბენეფიციარად (შემდგომში – ბენეფიციარი) ჩაითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გადალახავს პროგრამის ბიზნესიდეების გადარჩევის ეტაპს ან/და გამარჯვებული პროექტის ავტორია.
3. პროგრამის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს:
ა) საჯარო მოსამსახურე ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);
ბ) პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი (საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად);
გ) ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ ან/და მათი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიულ პირებში დასაქმებული პირი ან/და მისი ოჯახის წევრი („საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
მუხლი 7🔗. პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 06 02 16), ასევე შესაძლებელია პარტნიორი ორგანიზაციიდან მოზიდული სახსრები.
2. პროგრამის დაფინანსების მიზნით პარტნიორი ორგანიზაციებისგან მოზიდული ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. ბენეფიციარი ვალდებულია განახორციელოს პროექტის თანადაფინანსებაში მონაწილეობა ფინანსური აქტივებით პროექტის საერთო ღირებულების 3%-ის ოდენობით, ფულადი რესურსით.
მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების ეტაპები
პროგრამა მოიცავს განხორციელების შემდეგ ეტაპებს:
ა) საპროექტო კონკურსის გამოცხადება;
ბ) საპროექტო განაცხადის მიღება;
გ) საპროექტო განაცხადის გადარჩევა;
დ) საპროექტო განაცხადის შეფასება;
ე) გამარჯვებული პროექტების გამოცხადება;
ვ) გამარჯვებული პროექტების დაფინანსება;
ზ) გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი;
თ) პროგრამის შეფასება.
მუხლი 9🔗. კონკურსის გამოცხადება
1. საპროექტო განაცხადების შემოტანის კონკურსს აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში.
2. საპროექტო განაცხადის შემოტანის წარმოსადგენად საჭირო ფორმა მტკიცდება ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. საპროექტო განაცხადის მიღება
1. საპროექტო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რომელსაც აკონტროლებს კომისიის მდივანი ან მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში .
2. საპროექტო განაცხადთან დაკავშირებულ კითხვებზე ბენეფიციარებს გაეწევათ კონსულტაცია ინდივიდუალურად პირისპირ შეხვედრის ფორმატში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში კვირის განმავლობაში სამუშაო საათებში.
3. საკონსულტაციო მომსახურებას გასწევს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი ან რომელიმე კომისიის წევრი, მათ შორის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი (სურვილის შემთხვევაში).
მუხლი 11🔗. საპროექტო განაცხადების გადარჩევა
1. საპროექტო განაცხადების გადარჩევას უზრუნველყოფს კომისია კონკურსის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში.
2. საპროექტო განაცხადის გადარჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) საპროექტო განაცხადის ავტორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირია (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე);
ბ) საპროექტო განაცხადის ავტორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 50 000 ლარს.
გ) საპროექტო განაცხადის მოიცავს წარმოებას ან მომსახურების მიწოდებას, აგრარული, ტურისტული, აგროტურისტული ან სხვა მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან;
ე) განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10 000 ლარს;
ვ) საპროექტო განაცხადის ავტორი არ წარმოადგენს ამ დანართის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს;
ზ) საპროექტო განაცხადის ავტორი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, საბანკო შავ სიაში ან/და არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება;
თ) სრულად არის შევსებული ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული საპროექტო განაცხადის ფორმა.
მუხლი 12🔗. საპროექტო განაცხადის შეფასება
1. საპროექტო განაცხადის შეფასებას უზრუნველყოფს პროგრამის საკონკურსო კომისია.
2. საპროექტო განაცხადის შეფასება შედგება ორი ეტაპისგან:
ა) ფორმალური შეფასება;
ბ) გასაუბრება.
3. გასაუბრების ეტაპი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს პროექტის განხორციელების ადგილის დათვალიერებას.
4. შეფასების მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა შეადგენს 100 ქულას, ერთი შემფასებლის მხრიდან, რომელიც ნაწილდება შემდეგი წესით:
ა) ფორმალური შეფასება – მაქსიმალური ქულა 30;
ბ) გასაუბრება – მაქსიმალური ქულა 50;
გ) ქალი განმცხადებელს – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
დ) მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ე) შშმ პირი, მისი ოჯახის წევრი ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
ვ) რეინტეგრაციაში მყოფი პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით – 5 ქულა (ენიჭება ავტომატურად);
4. საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა მტკიცდება დანართი №3 -ის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. გამარჯვებული პროექტების გამოცხადება
1. გამარჯვებული პროექტების შესახებ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას იღებს და მერს წარუდგენს, საკონკურსო კომისია, შეფასების პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების მინიმალური რაოდენობაა, გამოყოფილი თანხის მოცულობა 125 000 ლარი, გაყოფილი 10 000 ლარზე.
3. საკონკურსო კომისიის ყველა წევრი ავსებს ამ დადგენილების №3 დანართით განსაზღვრულ შეფასების ფორმას და ყველა წევრის შეფასების ჯამური ქულის გათვალისწინებით დგება პროექტების რეიტინგული სია, საიდანაც გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით.
4. გამარჯვებული პროექტის ავტორ ფიზიკურ პირს, გამარჯვებულად გამოცხადების მომენტიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 10 კალენდარულ დღეში, წარმოეშობა ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება.
მუხლი 14🔗. პროექტების დაფინანსების წესი
1.პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორსა და მუნიციპალიტეტს შორის ფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს მხარეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობებს და ითვალისწინებს გამარჯვებული ბენეფიციარის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში.
2. მიმდინარე წლის პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ ერთი პროექტი და დაფინანსების მოცულობა შეადგენს არანაკლებ 5000 და არაუმეტეს 10 000 ლარს.
3. კომისიის გადაწყვეტილებით ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს 10 000 ლარისა.
4. ბენეფიციარს, საკუთარი თანამონაწილეობითი ფინანსური რესურსის წილი უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიშზე, რომელზეც წარმოადგენს საბანკო ამონაწერს ან ცნობას ფინანსური რესურსის არსებობის შესახებ.
5. ბენეფიციარი ვალდებულია ინვოისები (მინიმუმ – 3 ინვოისი) წარმოადგინოს იმგვარად, რომ იკითხებოდეს ნივთის/მომსახურების ღირებულება დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით და მის გარეშე, ხოლო თუ პოტენციური მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, მისი დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა.
6. მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებული პროექტის თანადაფინანსებას უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ მოძიებულ პოტენციურ მიმწოდებელთან თანხის ჩარიცხვის გზით, თანადაფინანსების ხელშეკრულებისა და სხვა საჭირო საანგარიშსწორებო დოკუმენტების საფუძველზე. (მეორადი ინვენტარის შეძენა არ განიხილება).
7. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ინვოისები გადაამოწმოს, თავად მოიკვლიოს ბაზარი, მოამზადოს ბაზრის კვლევის ამსახველია დასკვნა და ამის შემდეგ უზრუნველყოს თანხის ჩარიცხვა პოტენციურ მიმწოდებელთან ან მოსთხოვოს მას ხარვეზის დაზუსტება.
8. პროექტის დაფინანსებისთვის გადაცემული თანხის სრული ათვისება უნდა მოხდეს პროგრამის მიმდინარეობის წლის ბოლომდე.
მუხლი 15🔗. გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი
1. კომისიის ხელმძღვანელი, მერის ბრძანებით, ბენეფიციარების მიერ მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით, კომისიის წევრებისგან ქმნის სამუშაო ჯგუფს.
2. სამუშაო ჯგუფი საპროექტო განაცხადის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების ათვისების დაწყებიდან მისი სრულად ათვისებამდე პერიოდში, ბენეფიციართა საქმიანობის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მონიტორინგს ახორციელებს არანაკლებ 2-ჯერ.
3. მონიტორინგის ფორმები და მეთოდოლოგია მტკიცდება მერის ბრძანებით.
მუხლი 16🔗. პროგრამის შეფასება
1. პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის მასალებზე დაყრდნობით კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს პროგრამის განახორციელების წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ (დასაქმებულთა ოდენობა, წლიური შემოსავლის ზრდა), ისე თვისობრივ მაჩვენებლებს.
2. პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარმოუდგენს კომიისის ხელმძღვანელი, არაუგვიანეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენამდე.
3. საკრებულო ცნობად იღებს და აფასებს პროგრამის განხორციელების წლიურ ანგარიშს.
მუხლი 17🔗. პროგრამის საინფორმაციო კამპანია
კონკურსის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე კომისია შეიმუშავებს და მერი ამტკიცებს პროგრამის საინფორმაციო კამპანიის და კომუნიკაციის გეგმას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, განსახორციელებელი აქტივობების, მხარდამჭერი ორგანიზაციების, საკონტაქტო პირების, ვადებისა და შესრულების ინდიკატორების შესახებ.
მუხლი 18🔗. პროგრამის განხორციელების გამჭვირვალობის სტანდარტები
1. კომისიის ხელმძღვანელი ვალდებულია პროგრამის მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე უზრუნველყოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი.
2. პროგრამის ფარგლებში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) პროგრამის განხორციელების წესი;
ბ) შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამა;
გ) კომისიის საქმიანობის წესი და მისი შემადგენლობა;
დ) მერის ბრძანება კომისიის შექმნის შესახებ;
ე) პროგრამის საკომუნიკაციო სტრატეგია;
ვ) გამარჯვებული საპროექტო განაცხადის ჩამონათვალი;
ზ) პროგრამის შეფასების ანგარიში;
თ) პროგრამის ფარგლებში შექმნილი მეთოდოლოგიური მასალა და განაცხადების შაბლონები.
3.ინფორმაცია პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს იმგვარი ფორმით, რომ მისი გამოქვეყნების დროს დაცული იყოს ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოება.
დანართი №2
საპროექტო განაცხადის ფორმა
ნაწილი I. ზოგადი ინფორმაცია
განმცხადებლის სახელი და გვარი
პირადი ნომერი
მოქალაქეობა
საცხოვრებელი მისამართი
სოფელი/ქალაქი
მუნიციპალიტეტი
ტელეფონი
E-mail/ელ.ფოსტა
ნაწილი II. პროგრამის აღწერილობა
ბიზნესიდეის სახელწოდება/პროექტის დასახელება:
პროექტის განხორცილების ადგილი
მუნიციპალიტეტი:
სოფელი:
პროექტის სამიზნე ჯგუფი და ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა
დასაქმებულთა რაოდენობა (რამდენი ადამიანის დასაქმებას გეგმავთ პროექტის განხორცილების პერიოდიში )
სულ -
მათ შორის:
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი
მათ შორის, განმცხადებლის (ებ) ის საკუთარი ფინანსური ან/და მატერიალური წვლილი
მოთხოვნილი თანხის ოდენობა
განმცხადებლის თანამონაწილეობა (საკუთარი წვლილი : ფინანსური ან/და მატერიალური))
პროექტის დაწყების და დასრულების სავარაუდო თარიღები:
ბიზნესიდეის / საქმიანობის აღწერა
გთხოვთ აღწეროთ თქვენს მიერ შემოთავაზებული საქმიანობის იდეა, ასევე აღწერეთ პროდუქტი/სერვისი, რომელსაც სთავაზობთ ბაზარს. ვინ არიან თქვენი კონკურენტები? წარმოაჩინეთ, რატომ მიიღებს თქვენს პროდუქტს ბაზარი და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა.
თქვენი ბიზნესსაქმიანობა რომელ კომპონენტს უწყობს ხელს და როგორ, გთხოვთ აღწეროთ
საქონლის/პროდუქტის შექმნა
მომსახურების მიწოდება
კომბინირებული
აგრო წარმოება/მომსახურება
ტურიზმი
აგროტურიზმი
სამეწარმეო გეგმა:
რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ იდეის რეალობად ქცევისთვის?
რა იქნება თქვენი შემოსავალი, მოგება, ზარალი, ხარჯები და მარკეტინგის გეგმა?
2024 წლის გეგმა:
2025 წლის გეგმა:
2026 წლის გეგმა:
ნაწილი III. ხარჯები
ბიუჯეტი უნდა იყოს პროექტთან შესაბამისობაში, კატეგორიების მიხედვით და ფასები უნდა იყოს მითითებული დღგ-ის ჩათვლით.
პროექტის ბიუჯეტი:
N
სახეობა/დასახელება
ერთეული
რაოდენობა
ცალის ღირებულება
მთლიანი ღირებულება
განმცხადებლის თანამონაწილეობა
მუნიციპალიტეტიდან მოთხოვნილი თანხა
1
2
3
4
5
ჯამი
სულ
ბიუჯეტის აღწერილობა (მოთხოვნილი თანხის და საკუთარი ფინანსური შენატანების ან სხვა წყაროების თანადაფინანსების შესახებ ნარატიული აღწერა, თითოეული ხარჯი უნდა აღიწეროს რომელი აქტივობის განხორციელებას შეუწობს ხელს და რაში დაიხარჯება):
ნაწილი IV. პროექტის განხორციელების გეგმა
პროექტის განხორციელების გრაფიკი:
(გთხოვთ, მონიშნოთ შესაბამისი თვეები √ ან X სიმბოლოებით აქტივობის განხორციელების მიხედვით). საჭიროების შემთხვევაში ცხრილში დაამატეთ რიგები.
საქმიანობა
(მაგ.: საქონლის შეძენა)
თვე
I
თვე
II
თვე III
თვე
IV
თვე V
თვე
VI
თვე
VII
თვე
VIII
ზემოაღნიშნული ინფორმაცია სწორია. არ გამაჩნია დავალიანება და არ ვარ დავაში შემოსავლების სამსახურთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ან სხვა შესაბამის ორგანოებთან.
თარიღი:
ადგილი:
განმცხადებლის ხელმოწერა:
დანართი N3
საპროექტო განაცხადის შეფასების ფორმა
N
შერჩევის კრიტერიუმი
ფორმალური შეფასება
მაქს. ქულა/შეფასება
გასაუბრება
მაქს. ქულა/შეფასება
ქულების ჯამი
მაქს. ქულა/შეფასება
1
მოტივაცია – რატომ გადაწყვიტა აღნიშნულ ბიზნესში ოპერირება და მონაწილეობა
3
5
8
2
ბიზნესის მართვის ორგანიზაციული ხედვა – რა ფორმით იქნება დაფუძნებული და ვინ რა პოზიციებზე იქნება, მათი გამოცდილება.
3
5
8
3
მომსახურება ან პროდუქტის აღწერა – დეტალურად აღწერილია ის მომსახურება ან პროდუქტი, რომლის შექმნას ან განვითარებას გეგმავს ბენეფიციარი.
3
5
8
4
მომხმარებლის და ბაზრის აღწერა – დეტალურად აღწერილია მომხმარებელი და ბაზარი, სადაც ბენეფიციარი გეგმავს გაყიდვებს.
3
5
8
5
საწარმოო გეგმა – ბენეფიციარს ზუსტად აქვს წარმოდგენილი პროდუქტი ან მომსახურების წარმოების გეგმა, დათვლილია მისი თვითღირებულება.
3
5
8
6
გაყიდვის გეგმა – ბენეფიციარს ზუსტად აქვს წარმოდგენილი პროდუქტი ან მომსახურების გაყიდვების გეგმა და წარმოებული პროდუქტის და მომსახურების გასაყიდი ფასი და მოგების მარჟა.
3
5
8
7
წარმოდგენილი ბიუჯეტის რეალისტურობა – ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უკავშირდება მის საწარმოო და გაყიდვების გეგმას. მოძიებული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოთხოვნილი დაფინანსების ფარგლებში შესძლებს მისი წარმოების ან მოსახურების გასავითარებლად აღწერილი პროდუქტის და მომსახურების ყიდვას
4
10
14
8
რისკების შეფასება –ბენეფიციარს შეფასებული აქვს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და სისუსტეები. რეალისტურად უყურებს რისკებს.
4
5
9
9
პროექტის მდგომარეობა – ბენეფიციარის მიერ შექმნილი პროდუქტი და მომსახურება საშუალოვადიან პერსპექტივაში იქნება მდგრადი.
4
5
9
ჯამი
30
50
80
ავტომატურად მისანიჭებელი ქულათა კატეგორია
10
რეინტეგრაციაში მყოფი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით
5
11
ქალი განმცხადებელი
5
12
მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი
5
13
შშმ პირი, მისი ოჯახის წევრი ან საპენსიო ასაკს მიღწეული პირი განმცხადებელი
5
ჯამი
20
100