„მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №178/04 |
|
2024 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016693) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტითა და ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთი მესაკუთრის არარსებობის შემთხვევაში − 20 უმსხვილესი აქციონერის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათ მფლობელობაში არსებული წილების/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ ინფორმაცია;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს), აგრეთვე მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერის, ისე შუალედური მფლობელისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე შემდეგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: ა.ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ა.ბ) მოქალაქეობისა და რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას; ა.გ) დეტალურ ავტობიოგრაფიას; ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე ფინანსურ ინსტიტუტებში ამჟამად ან წარსულში არსებული წილების ოდენობისა და სხვა ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაციას; ა.ე) ნასამართლობის შესახებ ცნობას ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტიც იყო ეს პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში; ა.ვ) ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას (მონაცემებს); ა.ზ) შემოსავლების შესახებ საგადასახადო დეკლარაციას; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს; ბ.ბ) აუდიტორის მიერ აუდიტირებულ უახლესი პერიოდის (კვარტალის) ფინანსურ ანგარიშგებას. თუ იურიდიული პირი საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს; ბ.გ) იურიდიული პირისა და მისი ადმინისტრატორების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის/ნასამართლობის შესახებ ცნობებს ყველა იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტებიც იყვნენ ეს პირები ბოლო 10 წლის განმავლობაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №178/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.016866.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „მიკრობანკების ლიცენზირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №105/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №178/04, 11.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016866 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6221256/