„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№190/04
სარეგისტრაციო კოდი
240090000.18.011.016952
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №190/04

2025 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/09/2020, ს/კ: 240090000.18.011.016501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით, მე-6-მე-10 მუხლებით, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით  განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება შესაბამისად ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, მისი მმართველი ორგანოს წევრებზე და ამავე კომპანიაში დასაქმებულ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებზე, თუ საინვესტიციო კომპანიას დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი. რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი, მისი მმართველი ორგანოს წევრებზე, ამავე კომპანიაში დასაქმებულ, ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ სხვა პირებზე და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე  ვრცელდება ამ წესის მე-5 და მე-10 მუხლებითა და მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-4-მე-8 პუნქტებით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაცია/დოკუმენტაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების  შესახებ, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

გ.ა.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

გ.ა.ბ) ინფორმაციას მოქალაქეობის და რეზიდენტობის შესახებ;

გ.ა.გ) ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად შევსებულ პირად რეზიუმეს;

გ.ა.დ) ცნობას ნასამართლობის შესახებ თითოეული იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც/მოქალაქესაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის მანძილზე;

გ.ა.ე) მონაცემებს ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლის წარმომავლობის შესახებ, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

გ.ბ.ა) სარეგისტრაციო დოკუმენტებს;

გ.ბ.ბ) ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას; იმ შემთხვევაში, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ეროვნული ბანკისთვის წერილობითი მიმართვის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული, ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშგებას (არსებობის შემთხვევაში აუდიტირებულს);

გ.ბ.გ) ცნობას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს ყველა წევრის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ადასტურებდეს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:

დ.ა) ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად შევსებულ დეკლარაციასა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

დ.ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლსა და ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად შევსებულ პირად რეზიუმეს;

დ.გ) რეკომენდატორების ვინაობას, მათ საკონტაქტო ინფორმაციას და, სულ მცირე, ორ სარეკომენდაციო წერილს;

დ.დ) ცნობას ნასამართლობის შესახებ თითოეული იმ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის რეზიდენტსაც/მოქალაქესაც წარმოადგენდა პირი ბოლო 10 წლის მანძილზე;

დ.ე) ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის წერილობით დასტურს, რომ მის მიერ შემოწმებულია მმართველი ორგანოს წევრის შესახებ ინფორმაცია, რომ ის აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და რომ ეს ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;

დ.ვ) აღმასრულებელი ფუნქციების მქონე მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სამუშაოს აღწერილობასა და ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ;

დ.ზ) ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად ყველა იმ გარემოების აღწერას, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველი ორგანოს წევრის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას, აგრეთვე ინფორმაციას პარალელურად დაკავებული პოზიციების შესახებ;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფილიალის ხელმძღვანელი და წარმომადგენელი პირების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან აღნიშნული პირების შესაბამისობას;“.

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მმართველი ორგანოს წევრებისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმები

1. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ყოველ ეტაპზე აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს და არ უნდა ექცეოდნენ ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე აკრძალვის ქვეშ.

2. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საკმარისად კარგი რეპუტაცია და საკმარისი გამოცდილება.

3. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეული წევრი უნდა ავლენდეს საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და აკმაყოფილებდეს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობებისა და პოზიციის გათვალისწინებით სათანადო კრიტერიუმებს კვალიფიციურობასთან, პროფესიულ გამოცდილებასთან და კომპეტენტურობასთან მიმართებით.

4. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს საფინანსო სფეროში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება.

5. აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალიზაციით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

6. აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირები უნდა იყვნენ შესაფერისი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აქტივების მმართველის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვა.

7. პირს ეკრძალება იყოს აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრი ან აქტივების მმართველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, თუ:

ა)  აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, მას ჩამორთმეული აქვს მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება;

ბ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევისთვის;

დ) აქტივების მმართველის მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში, სასამართლომ იგი ცნო მხარდაჭერის მიმღებად.

8. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები მმართველი ორგანოს წევრების მიმართ აგრეთვე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვთ საქმიანობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა.”.

2. დანართები №1-№3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. დაემატოს №4-№6 დანართები თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების მიზნით ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზეც.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და აღიარების განაცხადის ფორმა

1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

სახელწოდება (სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად)

Insert text.

საიდენტიფიკაციო კოდი

Insert text.

სამართლებრივი ფორმა

Insert text.

იურიდიული მისამართი და საფოსტო კოდი

Insert text.

ელექტრონული ფოსტა

Insert text.

ტელეფონის ნომერი

Insert text.

ვებგვერდის მისამართი

Insert text.

იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი და გვარი

Insert text.

იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

☐ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი ☐ მინდობილობა ☐ სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტოთ)

Insert text.

იურიდიული პირის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ დაკავებული პოზიცია

Insert text.

იურიდიული პირის წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა)

Insert text.

2. მოთხოვნის სახე

☐ ლიცენზია ☐ რეგისტრაცია ☐ აღიარება

3. ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის საკუთარი კაპიტალის შესახებ

Insert text.

4. ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ან რეგისტრაციის მსურველის მმართველ ორგანოში დასანიშნი კანდიდატების შესახებ

სახელი

Insert text.

გვარი

Insert text.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი

Insert text.

პირადი ნომერი

Insert text.

5. ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ან რეგისტრაციის მსურველის ბენეფიციარი მესაკუთრეების ვინაობის შესახებ, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ მნიშვნელოვან წილს (10%-ს ან მეტს)

სახელი

Insert text.

გვარი

Insert text.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი

Insert text.

პირადი ნომერი

Insert text.

6. დანართების ჩამონათვალი

Insert text.
ხელმოწერა:

ხელმოწერის თარიღი:

Insert text.

აქტივების მმართველი კომპანიის მმართველ ორგანოში დასანიშნი კანდიდატისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიერ შესავსები შესაფერისობის დეკლარაციის ფორმა1

  1. დეკლარანტის საიდენტიფიკაციო მონაცემები

I. ფიზიკური პირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

☐ პირადობის მოწმობა ☐ პასპორტი

სახელი

Insert text.

გვარი

Insert text.

დაბადების თარიღი

Insert text.

პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტის ნომერი

Insert text.

პირადი ნომერი

Insert text.

იურიდიული/პროფესიული მისამართი

Insert text.

ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი

Insert text.

ელექტრონული ფოსტა

Insert text.

ტელეფონის ნომერი

Insert text.

იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელთა რეზიდენტიც იყო დეკლარანტი ბოლო 10 წლის განმავლობაში

Insert text.

იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეც იყო დეკლარანტი ბოლო 10 წლის განმავლობაში

Insert text.

დეკლარანტის პოზიცია კომპანიაში

Insert text.

ინფორმაცია სხვა კომპანიებში პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვანი წილის ფლობის შესახებ (10% და მეტი)

Insert text.

განათლებისა და გამოცდილების აღწერა

Insert text.

II. იურიდიული პირი

სახელწოდება (სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად)

Insert text.

საიდენტიფიკაციო კოდი

Insert text.

სამართლებრივი ფორმა

Insert text.

იურიდიული მისამართი და საფოსტო კოდი

Insert text.

ელექტრონული ფოსტა

Insert text.

ტელეფონის ნომერი

Insert text.

იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი და გვარი

Insert text.

იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი

☐ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი ☐ მინდობილობა ☐ სხვა (გთხოვთ, დააკონკრეტოთ)

Insert text.

იურიდიული პირის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ დაკავებული პოზიცია

Insert text.

იურიდიული პირის წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა)

Insert text.

ინფორმაცია სხვა კომპანიებში პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვანი წილის ფლობის შესახებ (10% და მეტი)

Insert text.

  1. თვითდეკლარაცია

ვადასტურებ, რომ:

  1. არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ გაკოტრების, გადახდისუუნარობის, დროებითი ადმინისტრაციის, სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის ან სხვა მსგავსი რეჟიმის ქვეშ, რაც ჩვეულებრივ გავლენას ახდენს კრედიტორების უფლებებზე;

  2. არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ მმართველი ორგანოს წევრი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ადმინისტრატორი ან არ მქონია სხვა მენეჯერული ფუნქცია ან მნიშვნელოვანი გავლენა კომპანიაში, იურიდიულ პირში ან სხვა იურიდიულ წარმონაქმნში, რომელიც იყო ან ამჟამად არის გაკოტრების, გადახდისუუნარობის, დროებითი ადმინისტრაციის, სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის ან სხვა მსგავსი რეჟიმის ქვეშ, რაც ჩვეულებრივ გავლენას ახდენს კრედიტორების უფლებებზე, ან რომელსაც ჰქონდა ან ამჟამად აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ასეთ რეჟიმს დაქვემდებარებულ კომპანიაზე;

  3. არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ დირექტორი, მენეჯერი ან ადმინისტრატორი და არ მაქვს და არ მქონია სხვა მენეჯერული ფუნქცია ან მნიშვნელოვანი გავლენა კომპანიაში ან სხვა იურიდიულ წარმონაქმნში, რომლის მიმართაც მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელსაც დაკისრებული ჰქონდა სისხლისსამართლებრივი სანქცია;

  4. არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ ნასამართლევი (მათ შორის, მოიაზრება გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობაც), ეჭვმიტანილი ან/და ჩემ მიმართ არ მიმდინარეობდა ან/და ამჟამად არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის/სავარაუდო ჩადენისთვის;

  5. ჩემ მიმართ ამჟამად არ მიმდინარეობს და არასდროს მიმდინარეობდა მოკვლევა საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ეჭვით;

  6. არასდროს მქონია ჩამორთმეული ან შეჩერებული მმართველ ორგანოში მონაწილეობის უფლება ან ხელმოწერის უფლება;

  7. არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ საზედამხედველო ორგანოს (მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის) გამოძიების/მოკვლევის, აღსრულების ან საზედამხედველო ზომების ობიექტი/ადრესატი;

  8. არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ ისეთი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი ან აქციონერი, რომელიც არის ან იყო საზედამხედველო ორგანოს (მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის) მოკვლევის, აღსრულების ან საზედამხედველო ზომების ობიექტი/ადრესატი;

  9. არასდროს ვყოფილვარ გათავისუფლებული სამსახურიდან ან ფიდუციური/ნდობითი ვალდებულების მქონე პოზიციიდან, ასევე არასდროს უთხოვიათ დამეტოვებინა სამსახური/პოზიცია ვალდებულების დარღვევის გამო;

  10. მაქვს წარმოდგენილი ნასამართლობის ცნობა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლის რეზიდენტი/მოქალაქე ვიყავი ბოლო 10 წლის განმავლობაში;

  11. არ მიმიღია მონაწილეობა ისეთ ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და მნიშვნელოვნად დაარღვია ფინანსური ინსტიტუტის კლიენტის უფლებები;

  12. ფინანსურ ინსტიტუტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბოროტად არასდროს არ გამომიყენებია უფლებები;

  13. არასდროს დამირღვევია ფინანსური ვალდებულება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ;

  14. არასდროს ჩამოურთმევიათ ლიცენზია, ავტორიზაცია, რეგისტრაცია, აღიარება ან/და რომელიმე გაერთიანების წევრობა; არასდროს უთქვამთ უარი ლიცენზიაზე, ავტორიზაციაზე, რეგისტრაციაზე, აღიარებაზე ან/და რომელიმე გაერთიანების წევრობაზე.

კომენტარი/შენიშვნა, არსებობის შემთხვევაში, ზემოთ მითითებულ პუნქტებთან დაკავშირებით (მათ შორის, თუ ზემოთ მითითებულ რომელიმე პუნქტს დეკლარანტი ვერ ადასტურებს):

Insert text.

ინფორმაცია იმის თაობაზე, ფინანსური სექტორის საზედამხედველო ორგანოს აქამდე აქვს თუ არა შეფასებული დეკლარანტის შესაფერისობა (გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო, მისი ფუნქცია და თანდართული შეფასების შედეგი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

Insert text.

სხვა ნებისმიერი ინფორმაცია (დადებითი თუ უარყოფითი) დეკლარანტის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი შესაფერისობის შეფასებისათვის:

Insert text.

ქვემორე ხელმოწერით დეკლარანტი აცხადებს, რომ:

იგი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლით მმართველი ორგანოს წევრისთვის/მნიშვნელოვანი წილის მფლობელისთვის დადგენილ შესაფერისობის მოთხოვნებს და მის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, წინამდებარე დეკლარაციის ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაცია) არის სრული, უტყუარი და ზუსტი;

თუ დეკლარაციაში წარმოდგენილი რომელიმე ინფორმაცია მომავალში შეიცვლება, დეკლარანტი საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის შესახებ;

დეკლარანტმა (იურიდიული პირის შემთხვევაში - მისმა წარმომადგენელმა) პირადად მოაწერა ხელი დეკლარაციას (ხელმოწერის ფორმის - ელექტრონული ან ფიზიკური - მიუხედავად) და იგი პასუხისმგებელია დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორისათვის.

ხელმოწერა:

ხელმოწერის თარიღი:

Insert text.

დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალი

1. ლიცენზიის მაძიებლის ან აღიარების მსურველის დამატებითი საქმიანობები

საინვესტიციო პორტფელების მართვა ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ დისკრეციულად მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე
საპენსიო სქემების მართვა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
საინვესტიციო რჩევის მიცემა
საინვესტიციო ფონდების ერთეულების შენახვა და ადმინისტრირება
„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა

2. რეგისტრაციის მსურველის დამატებითი საქმიანობები

„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნება/მართვა
ხელმოწერა

ხელმოწერის თარიღი

Insert text.

განცხადება ინტერესთა კონფლიქტისა და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად საკმარისი დროის არსებობის შესახებ

1. გთხოვთ, წარმოადგინოთ ინფორმაცია ყველა იმ გარემოების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინტერესთა კონფლიქტის საფუძველი და საფრთხე შეუქმნას მმართველ ორგანოში დასანიშნი კანდიდატის დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას:

Insert text.

2. იმ შემთხვევაში თუ მმართველ ორგანოში დასანიშნი კანდიდატი პარალელურად არის ერთი ან რამდენიმე სხვა კომპანიის/ორგანიზაციის თანამშრომელი/მმართველი ორგანოს წევრი, გთხოვთ წარმოადგინოთ ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რამდენად შეძლებს კანდიდატი შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები:

Insert text.

ხელმოწერა

ხელმოწერის თარიღი

Insert text.

ლიცენზიის მაძიებლის, რეგისტრაციის/აღიარების მსურველის წერილობითი დასტური მმართველ ორგანოში დასანიშნ კანდიდატთან დაკავშირებით

კომპანია ადასტურებს, რომ შემოწმებულია მმართველ ორგანოში დასანიშნი კანდიდატის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომ ეს ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი და რომ ის აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესით“ დადგენილ მოთხოვნებს.

ხელმოწერა:

ხელმოწერის თარიღი:

Insert text.

დანართის ფორმა უნდა შეავსოს მმართველ ორგანოში დასანიშნმა კანდიდატმა/მნიშვნელოვანი წილის მფლობელმა ფიზიკურმა პირმა. აქტივების მმართველი კომპანიის მმართველ ორგანოში დასანიშნი კანდიდატისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიერ შესავსები პირადი რეზიუმე2

მმართველ ორგანოში დასანიშნმა კანდიდატმა/მნიშვნელოვანი წილის მფლობელმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს პირადი რეზიუმე, რომელიც უნდა მოიცავდეს ქვემოთ მითითებულ ინფორმაციას. ამასთან, ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია არ არის ამომწურავი ხასიათის და მმართველ ორგანოში დასანიშნმა კანდიდატმა/მნიშვნელოვანი წილის მფლობელმა, შესაძლოა, თავისი გადაწყვეტილებით დაამატოს ინფორმაცია.

სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, მისამართი და მოქალაქეობა:

Insert text.

მიღებული განათლება და დიპლომები, აგრეთვე პოზიციისთვის რელევანტური ტრენინგები და სერტიფიკატები:

Insert text.

წარსულში დაკავებული ყველა პოზიცია (მათ შორის, პოზიციები, რომლებიც უკავშირდება რეგულირებად საქმიანობას). კერძოდ, აღწერილი უნდა იყოს შემდეგი: დამსაქმებლის დასახელება და საქმიანობის სფერო, დაკისრებული მოვალეობები და შესრულებული ამოცანების აღწერა, დასაქმების დაწყებისა და დასრულების თარიღები, პოზიციის დატოვების მიზეზები:

Insert text.

ამჟამად დაკავებული ყველა პოზიცია ან/და ამჟამად შესასრულებელი ფუნქციები (როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი), მათ შორის, ამ ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო დროის საშუალო მაჩვენებელი (საათების რაოდენობა თვეში), დამატებითი პასუხისმგებლობები (არსებობის შემთხვევაში), რომლებიც უკავშირდება ამ ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას:

Insert text.

ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული, მოქმედი ან გაუქმებული ლიცენზიების/ავტორიზაციების/რეგისტრაციების ჩამონათვალი:

Insert text.

სხვა ნებისმიერი ინფორმაცია:

Insert text.