“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.026.007.918
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №336
2005 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №105, მუხ. 1168) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომში – ქვედანაყოფი):
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) იურიდიული სამმართველო;
დ) პროტოკოლის სამმართველო;
ე) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება.”;
ბ) დებულების მეოთხე თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი:
,,251. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება ახორციელებს:
ა) კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ბ) კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციის პროექტების შემუშავებას;
გ) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სააღრიცხვო და საარქივო სამუშაოთა შესრულებას.
დ) საიდუმლო საქმისწარმოებას, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან.”;
გ) დებულების 21-ე პუნქტის ,,ა)” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება, გარდა იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან.”;
დ) დებულების 21-ე პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება გარდა იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან.”;
ე) დებულების 21-ე პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ)” საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა.”.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ოქრუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.12.2005.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"?
- “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" მიღებულია 07.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №336. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.026.007.918.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" საქქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", №336, 07.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.026.007.918 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62242/