საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (2)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.026.007.670
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №247
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის” თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №317 ბრძანება ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის №318 ბრძანება ,,თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატი (ტექსტში შემდგომში – ,,აპარატი”) არის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით.
3. აპარატი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
4. აპარატი ანგარიშვალდებულია თავდაცვის მინისტრის და მინისტრის შესაბამისი მოადგილის წინაშე.
5. აპარატს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატი” და შტამპები, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება შიდაუწყებრივი მიმოწერისას.
თავი II
აპარატის ძირითადი ამოცანები
6. აპარატის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
ბ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
გ) სამოქალაქო ოფისის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს არქივის მართვა;
ე) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ვ) შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, ნორმატიული ბაზის სრულყოფა.
ზ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ვიზირება;
თ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
7. თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად აპარატი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან.
თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა
8. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.
9. აპარატის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
10. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
11. აპარატის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრის შესაბამის მოადგილეს.
12. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.
13. აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს აპარატის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად აპარატის ერთიან საშტატო ნუსხას;
გ) ანაწილებს (ამტკიცებს) მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს, აპარატის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინუ რ ი ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) შუამდგომლობს სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა აპარატის ამოცანების შესასრულებლად;
თ) პასუხისმგებელია აპარატის ფუნქციების შესრულებაზე;
ი) გამოითხოვს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
თავი IV
აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
14. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომში – ,,ქვედანაყოფი”):
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) იურიდიული სამმართველო;
დ) პროტოკოლის სამმართველო.
15. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის შესაბამისი მოადგილის წარდგინებით.
16. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს დებულებით ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;
თ) ანგარიშს აბარებს აპარატის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
17. იურიდიული სამმართველოს უფროსი თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების საჯარო მოხელეებს სასამართლო ინსტანციებში თავდაცვის სამინისტროს ინტერესების დაცვაზე.
18. ქვედანაყოფის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
19. განყოფილების უფროსი:
ა) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
გ) აძლევს დავალებებსა და მითითებებს დაქვემდებარებული განყოფილებების თანამშრომლებს;
დ) შესაბამისი ქვედანაყოფის უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
20. საქმისწარმოების სამმართველოს ქვედანაყოფები:
ა) საერთო კანცელარია (განყოფილება);
ბ) საიდუმლო წარმოების კანცელარია (განყოფილება);
გ) სამინისტროს არქივი (განყოფილება).
21. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) დოკუმენტების საექსპედიციო დამუშავება, რეგისტრაციისა და დოკუმენტების მიხედვით სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა განხორციელება;
ბ) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია, ხელმძღვანელობის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორეზე კონტროლი;
გ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების კონტროლის რეგულირება;
დ) სამინისტროს საქმეთა (დოკუმენტაციის) ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტებზე მუშაობის კონტროლის ორგანიზაცია;
ვ) დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა, საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავება;
ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის ჩასაბარებელი საქმეების (დოკუმენტაციის) სისტემატიზირება და გაფორმების სისწორეზე კონტროლის განხორციელება;
თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროში საიდუმლო საქმის წარმოების ორგანიზაცია;
ი) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებებისა და რეზოლუციების აღრიცხვის, შენახვისა და ტექნიკური კონტროლის ორგანიზაცია;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს არქივის საქმიანობის წარმართვა;
ლ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია.
22. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება;
ბ) საზოგადოებრივი აზრის შესასწავლის მიზნით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;
გ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
ვ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
ზ) თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის განაცხადის წარდგენა ჟურნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადების მიზნით, როგორც სამხედრო მოსამსაურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის;
თ) თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
ი) მასმედიის წარმომდგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;
კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;
ლ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;
მ) სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ნ) შეიარაღებულ ძალებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ქვედანაყოფების საერთო ხელმძღვანელობას, ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით;
ო) ახორციელებს სამინისტროს ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფას.
23. იურიდიული სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილება.
24. იურიდიული სამმართველო ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) სამართლებრივად უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების ექსპერტიზას და ვიზირებას;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებს ნორმატიული აქტების რეესტრში რეგისტრაციისათვის;
დ) უწევს იურიდიულ კონსულტაციას სამინისტროს მოსამსახურეებს, შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ვ) უზრუნველყოფს სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ზ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში;
თ) წარმომადგენლობს სამინისტროს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ი) განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებებს, საჩივრებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
კ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე;
ლ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შეიმუშავებს წინადადებებს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
მ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამხედრო ნაწილების (შენაერთების) იურისტების საქმიანობას;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტების, პროექტების შემუშავებას;
ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან გამოითხოვს ნებისმიერი სახის (მათ შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ) დოკუმენტაციას;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს რეაგირებას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ კანონმდებლობის და სამინისტროს თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ხასიათის აქტების მოთხოვნათა დარღვევებზე;
ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოვალეობებს.
25. პროტოკოლის სამმართველო მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და მაღალი რანგის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ბ) უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს მიერ გასამართი ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები, სერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი) ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპროტოკოლო სატრანსპორტო და სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზება და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლი.
თავი V
დასკვნითი დებულება
26. აპარატის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

ე) აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს, აპარატის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;