ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №368
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016874
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
matsne.gov.ge 153 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მახათას ქუჩის შესახვევისთვის მსახიობ ლიანა ასათიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 23.07.2019 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, დოესის ქუჩისთვის დიპლომატის რუსუდან მიქელაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 83% 19.05.2023 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მეფე მირიანის ქუჩისთვის მირიან მეფის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 28.01.2025 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ყურაშვილების სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 09.08.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 81% 16.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №368 2024 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩისთვის რეჟისორის, სანდრო ახმეტელის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. გლდანის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩას მიენიჭოს რეჟისორის, სანდრო ახმეტელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ტყემალაძე