,,ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №375
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016881
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, თმოგვის მეორე გასასვლელისთვის, ახალგორის ქუჩისთვის და ქართლის II შესახვევისთვის ახალგორის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის დასახლების I შესახვევისთვის, ნავთლუღის დასახლების II შესახვევისთვის და ერთი გასასვლელისთვის ფსიქიატრის, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №375
2024 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
,,ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის №82 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. „მუხიანი 2“-ის დასახლებაში ღების ქუჩის მონაკვეთისთვის ჯვარის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N82 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და სათაურში, ყველა პუნქტსა და დანართზე (რუკაზე) არსებული ჩანაწერი „ჯვარის I შესახვევი“ შიეცვალოს ჩანაწერით „ჯვარისის I შესახვევი“.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე