1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდი, ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომში – პორტალი).

2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.

3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.

4. საინვესტიციო ფონდი ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ეროვნულ ბანკს, პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით წარუდგენს ასევე ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5. ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საინვესტიციო ფონდში არსებული პოლიტიკა–პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.

6. საინვესტიციო ფონდისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.g