ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2024
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016522
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/07/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.06.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის
დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2024 წლის 26 ივლისი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 85-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 ივნისის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 01/07/2021, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016454).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა
დანართი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა), წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 85-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმას და საბიუჯეტო პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას წარადგინონ და აირჩიონ მათთვის პრიორიტეტული პროექტები, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი.
2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი იდეების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
3. პროგრამა შეიძლება განხორციელდეს დისტანციურად (ინტერნეტ და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით) ან პირდაპირი ხმის მიცემის სისტემის/ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ასევე დასაშვებია შერეული ხმის მიცემის სისტემაც.
4. პროგრამის განხორციელების პროცესში დაცულია მოქალაქეების პერსონალური მონაცემები. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია პროგრამაში მონაწილეთა იდენტიფიცირებისათვის როგორც იდეების წარდგენის, ასევე ხმის მიცემის ეტაპზე. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტების და მომხმარებლების მიერ დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. სისტემის მომხმარებლების პერსონალური მონაცემის დამუშავების წესებს და პირობებს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
იდეა – პროგრამის ფარგლებში დადგენილი განაცხადის სახით ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი აზრი, ჩანაფიქრი, ხედვა, საპროექტო წინადადება რომელიც მოიცავს მიზანს, დასაბუთებას და აღწერას, შესრულების ვადებს, მოსალოდნელ შედეგს და სავარაუდო ბიუჯეტს.
იდეის ავტორი/ავტორები – საქართველოს მოქალაქე ან/და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პროგრამის ფარგლებში წარადგენს იდეას (განაცხადის სახით);
პროექტი – იდეა, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს და გადადის ხმის მიცემის ეტაპზე;
პროგრამის მონაწილე – საპროექტო იდეის ავტორი/ავტორები და პროგრამის ხმის მიცემის პროცესის მონაწილე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (პროგრამის განხორციელების არეალში) რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკიდან;
ხმის მიცემა – გამარჯვებული პროექტის გამოვლენის მიზნით ორგანიზებული პროცესი;
დისტანციური (ინტერნეტ და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით) ხმის მიცემა – პროექტებისთვის ხმის მიცემის სისტემა სადაც მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ დისტანციურად მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ფარული ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
პირდაპირი ხმის მიცემა – პროექტებისთვის ფარული ხმის მიცემის სისტემა, სადაც მოქალაქეები მონაწილეობას იღებენ ბიულეტინების გამოყენებით;
შერეული ხმის მიცემა –პროექტებისთვის ხმის მიცემის სისტემა სადაც მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა აირჩიონ ხმის მიცემის ფორმა დისტანციური (ინტერნეტ და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით) და პირდაპირი ხმის მიცემის ფორმებს შორის;
პროგრამის ადმინისტრირების ხარჯი – ფინანსური რესურსი რომელიც მიმართულია პროგრამის განხორციელების საინფორმაციო კამპანიის, ხმის მიცემის და სხვა ადმინისტრაციული ხასიათის ხარჯების დასაფარად;
პროექტირების ხარჯი – ფინანსური რესურსი, რომელიც მიმართულია პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების, ხარჯთაღრიცხვის მომზადების და პროექტირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად;
პროექტების განხორციელების ხარჯი – ფინანსური რესურსი, რომელიც გათვალისწინებულია უშუალოდ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად, ადმინისტრირების და პროექტირების ხარჯების გამოკლებით;
თანაბარი წარმომადგენლობითობის პრინციპი – სათათბირო ორგანოების დაკომპლექტების პრინციპი, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯამური ოდენობა როგორც წესი არ აღემატება კერძო (სამეწარმეო/არასამეწარმეო) პირების წარმომადგენელთა ჯამურ ოდენობას;
პროგრამის ტერიტორიული პრინციპით განხორციელება – პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული ერთეულების და/ან ზონების/უბნების მიხედვით;
პროგრამის თემატური პრინციპით განხორციელება – პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული პრიორიტეტული თემატიკის მიხედვით.
პროგრამის შერეული სახით განხორციელება – პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ პრინციპს
მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოები – პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის შექმნილი: პროგრამის მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭო, პროგრამის ტექნიკური ჯგუფი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანო – პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის შექმნილი პროგრამის მონიტორინგის ჯგუფი, პროგრამის საჩივრების განმხილველი კომისია.
მუხლი 3🔗.
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები
პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) მოქალაქეთა მონაწილეობა;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) კანონიერება;
ე) ანგარიშვალდებულება;
ვ) თანასწორობა.
მუხლი 4🔗.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავების, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლების გზით.
მუხლი 5🔗.
პროგრამის განხორციელების პრინციპები, პრიორიტეტები და კრიტერიუმები
1. პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიული ან თემატური პრინციპის, ასევე, შერეული სახით.
2. პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ და იმ უფლებამოსილებებს, რომლის მიხედვითაც საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით.
3. პროგრამის ფარგლებში იდეების გადარჩევის კრიტერიუმებია:
ა) იდეის განაცხადის ფორმის შევსების სისრულე;
ბ) იდეის განხორციელების შესაძლებლობა მერის მიერ დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში;
გ) საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა;
დ) იდეის განხორციელებისთის საჭირო ფინანსური რესურსის შესაბამისობა პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობასთან;
ე) იდეის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებობის შემთხვევაში ქონების მესაკუთრესთან შეთანხმების არსებობა;
ვ) ორიგინალური იდეა, რაც გულისხმობს, რომ:
ვ.ა) იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;
ვ.ბ) მისი განხორციელება არ უნდა იყოს გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტით;
ვ.გ) არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია;
ვ.დ) არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს.
ზ) საპროექტო იდეების განხორციელების შესაძლებლობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში;
თ) შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
ი) შეესაბამება მერის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს.
მუხლი 6🔗.
პროგრამის დაფინანსების წყარო
1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის მოცულობა, რომელსაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წარდგინებით განსაზღვრავს მერი.
3. პროგრამის ფარგლებში დასაგეგმ საბიუჯეტო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი არ უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული შემოსავლების (გრანტების გამოკლებით) 1%-ზე ნაკლები.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ერთმანეთისგან იმიჯნება პროგრამის ადმინისტრირების, გამარჯვებული პროექტების პროექტირების და განხორციელების ხარჯები.
თავი II
პროგრამის მართვა
მუხლი 7🔗.
პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეები და პროგრამის მონაწილეები
1. პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეებია:
ა) მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) პროგრამის მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭო;
დ) პროგრამის ტექნიკური ჯგუფი;
ე) პროგრამის საჩივრების განმხილველი კომისია;
ვ) პროგრამის მონიტორინგის ჯგუფი.
2. პროგრამის მონაწილეებია:
ა) საპროექტო იდეის ავტორი/ავტორები;
ბ) პროგრამის ხმის მიცემის პროცესის მონაწილე.
3. მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) სათათბირო ორგანოებში მუშაობა არ ანაზღაურდება, გამონაკლისს წარმოადგენს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
მერის უფლებამოსილება
მერი:
ა) საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პროგრამის რეგლამენტს და სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს:
ა.ა) იდეების წარდგენის, გადარჩევის, ხმის მიცემის და გამარჯვებული პროექტების გამოვლენის პროცედურას;
ა.ბ.) იდეების ავტორთან/ავტორებთან კონსულტაცია/დაზუსტების პროცედურას;
ა.გ) საკომუნიკაციო სტრატეგიას;
ა.დ) პროგრამის განხორციელების პრინციპებს;
ა.ე.) პროგრამის დაფინანსების მოცულობას;
ა.ვ.) პროგრამის განხორციელების სამოქმედო გეგმას.
ბ) ამტკიცებს მერის სათათბირო ორგანოების დებულებებს და პერსონალურ შემადგენლობას;
გ) გადაწყვეტილებას იღებს იდეების ხმის მიცემის ეტაპზე გადასვლის შესახებ;
დ) საკრებულოს დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილების იღებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
ე) გადაწყვეტილებების იღებს ხმის მიცემის შედეგების დამტკიცებასა და გამარჯვებული პროექტების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვაზე და მის შემდგომ იმპლემენტაციაზე;
ვ) ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს პროგრამის განხორციელების შესახებ;
ზ) კოორდინაციას უწევს პროგრამის ზოგადი მიმდინარეობას და მის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანოების მუშაობას.
მუხლი 9🔗.
საკრებულოს უფლებამოსილება
საკრებულო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს პროგრამის მონიტორინგის მეთოდოლოგიას;
ბ) ამტკიცებს პროგრამის მონიტორინგის ჯგუფის (შემდგომში – მონიტორინგის ჯგუფი) დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას;
გ) შეიმუშავებს და ამტკიცებს მონიტორინგის გეგმას;
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჩივრების განხილვის წესს;
ე) ამტკიცებს პროგრამის საჩივრების განმხილველი კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას;
ვ) მერს წარუდგენს დასკვნებს პროგრამის მონაწილეთა საჩივრების განხილვის შედეგებთან დაკავშირებით;
ზ) განიხილავს და ამტკიცებს მერის მიერ წარდგენილი პროგრამის განხორციელების ანგარიშს.
მუხლი 10🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭო:
ა) ამზადებს პროგრამის მიმდინარეობის შეფასებას და შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) პროგრამის ტექნიკური ჯგუფის (შემდგომში - ტექნიკური ჯგუფი) წარდგინებით:
ბ.ა.) მერს წარუდგენს პროგრამის რეგლამენტის და სამოქმედო გეგმის პროექტს;
ბ.ბ.) ამზადებს და მერს წარუდგენს იდეების ხმის მიცემის ეტაპზე გადასვლის შესახებ რეკომენდაციებს;
ბ.გ.) განახილავს ხმის მიცემის შედეგებს და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს მერს (პროექტების მიხედვით).
2. საბჭო იქმნება თანაბარი წარმომადგენლობითობის პრინციპის საფუძველზე
მუხლი 11🔗.
ტექნიკური ჯგუფის უფლებამოსილება
1. ტექნიკური ჯგუფი:
ა) ამზადებს პროგრამის რეგლამენტის და სამოქმედო გეგმის პროექტს და განსახილველად წარუდგენს საბჭოს;
ბ) ახორციელებს მერის მიერ დამტკიცებულ პროგრამის რეგლამენტს და სამოქმედო გეგმას;
გ) არეგისტრირებს და უზრუნველყოფს იდეების გადარჩევას;
დ) საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს პროგრამის მონაწილეებს და სხვა დაინტერსებულ პირებს;
ე) კოორდინაციას უწევს მოსახლეობისათვის პროექტების წარდგენისა და განხილვის შესაბამის საინფორმაციო კამპანიას;
ვ) ორგანიზებას უწევს ხმის მიცემის პროცესს, აჯამებს შედეგებს და წარუდგენს საბჭოს.
2. ტექნიკური ჯგუფი შედგება მერიის შესაბამისი საჯარო მოსამსახურებისგან და საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული სპეციალისტებისგან.
მუხლი 12🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია:
ა) განიხილავს პროგრამის მონაწილეთა საჩივრებს და ამზადებს დასკვნების პროექტებს პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ წესებთან მერის მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებების შესაბამისობის დადგენის თაობაზე:
ა.ა.) იდეების ხმის მიცემის ეტაპზე გადასვლის შესახებ;
ა.ბ.) ხმის მიცემის შედეგების დამტკიცება;
ა.გ.) გამარჯვებული პროექტების იმპლემენტაცია.
ბ) მომზადებული დასკვნების პროექტებს წარუდგენს საკრებულოს.
2. კომისია კომპლექტდება,, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საკრებულოს წარმომადგენლებისგან თანაბარი წარმომადგენლობითობის პრინციპის საფუძველზე.
3. კომისიის წევრი საკრებულოს წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს ამ პროგრამის მიზნებისთვის შექმნილი საკრებულოს სხვა სათათბირო ორგანოს წევრი.
მუხლი 13🔗.
მონიტორინგის ჯგუფის უფლებამოსილება:
1. მონიტორინგის ჯგუფი:
ა) პროგრამის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე წარმართავს მონიტორინგის პროცესს საკრებულოს მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად;
ბ) ამზადებს და საკრებულოს უგზავნის შესაბამისი შეფასებების ანგარიშებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით;
2. მონიტორინგის ჯგუფი კომპლექტდება, გამარჯვებული პროექტების ავტორების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საკრებულოს წარმომადგენლებისგან თანაბარი წარმომადგენლობითობის პრინციპის საფუძველზე.
3. მონიტორინგის ჯგუფის წევრი საკრებულოს წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს ამ პროგრამის მიზნებისთვის შექმნილი საკრებულოს სხვა სათათბირო ორგანოს წევრი.
თავი III
პროგრამის ეტაპები და პროცესი
მუხლი 14🔗.
პროგრამის ეტაპები
1. პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) მოსამზადებელი სამუშაოები;
ბ) საინფორმაციო კამპანია;
გ) იდეების წარდგენა და იდეების ავტორთან/ავტორებთან კონსულტაცია/დაზუსტება;
დ) იდეების გადარჩევა ხმის მიცემის პროცესისთვის;
ე) ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა;
ვ) გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტში ასახვა;
ზ) გამარჯვებული პროექტების განხორციელება;
თ) მონიტორინგი და შეფასება;
ი) ანგარიშგება.
2. მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება ყოველი წლის 1 მარტამდე და მოიცავს:
პროგრამის რეგლამენტის და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.
3. საინფორმაციო კამპანია გრძელდება პროგრამის მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ეფუძნება მიმდინარე წლის პროგრამის რეგლამენტს და სამოქმედო გეგმას და მოიცავს დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას:
ა) პროგრამის დაწყების, ვადების და პროცედურების შესახებ;
ბ) იდეების შემოტანის, გადარჩევის და ხმის მიცემის ეტაპზე გადასვლის მომზადების შესახებ;
გ) ხმის მიცემის ეტაპზე გადასული პროექტების შესახებ;
დ) ხმის მიცემის შედეგების შესახებ;
ე) გამარჯვებული პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;
ვ) პროგრამის შედეგების შეჯამების, მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების შესახებ.
4. საპროექტო იდეების წარდგენის და საპროექტო იდეების ავტორთან/ავტორებთან კონსულტაცია/დაზუსტების პროცესი სრულდება არაუგვიანეს 1 ივნისისა და მოიცავს:
ა) პროგრამის მონაწილეების საკონსულტაციო მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:
ა.ა. იდეის განაცხადის ფორმის შევსება, წარდგენა და რეგისტრაცია;
ა.ბ. წარდგენილი იდეების პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ა.გ. იდეის ზოგადი ჩარჩოს, დიზაინის და მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
ბ) იდეის წარდგენას ელექტრონული ან ბეჭდური ფორმით და რეგისტრაციას.
5. იდეების გადარჩევა ხმის მიცემის პროცესისთვის სრულდება 15 ივნისამდე და გადარჩევის პროცესი მოიცავს:
ა) საპროექტო იდეების ავტორთან/ავტორებთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ საბოლოო, კორექტირებული იდეების განაცხადების მიღებას;
ბ) იდეების გადარჩევის პროცესის დასრულებას და იდეების ავტორისთვის/ავტორებისთვის საჩივრის შესაძლებლობის მიცემას;
გ) საჩივრების განხილვის შედეგების გათვალისწინებით ხმის მიცემის ეტაპისთვის პროექტების მომზადებას.
6. ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა სრულდება 30 სექტემბრამდე და მოიცავს:
ა) დისტანციური (ინტერნეტ და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით) და პირდაპირი ხმის მიცემის სისტემის გამოყენების შესაძლებლობას;
ბ) ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობას და ხმის მიცემის პროცესში პროექტის ავტორების მონაწილეობის შესაძლებლობას;
გ) ხმის მიცემის პროცესში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ყველა საარჩევნო უფლების მქონე პირისთვის მონაწილოების შესაძლებლობას;
დ) შედეგების გასაჩივრების და სამართლიანი განხილვის შესაძლებლობას.
7. პროექტების ბიუჯეტში ასახვა უნდა დასრულდეს 15 ნოემბრამდე, მერის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტში ასახული უნდა იყოს პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები.
8. გამარჯვებული პროექტების განხორციელება იწყება დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დასაწყისში და სრულდება საბიუჯეტო წლის ბოლოს.
9. მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება პროგრამის მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მოიცავს:
ა) არანაკლებ 6 თვეში ერთხელ პროგრამის მინდინარეობის ანგარიშების მომზადებას;
ბ) პროგრამის შემაჯამებელ ფინანსურ და ნარატიული ანგარიშების მომზადებას;
10. ანგარიშგება ხორციელდება გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად და აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის მიმოხილვა - დარეგისტრირებული პროექტების ჩამონათვალი და აღწერა, ანალიზის შედეგები, ხმის მიცემის შედეგები;
ბ) დაგეგმილი და ფაქტობრივად განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური ინფორმაცია.
გ) მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიზნებისა და მიღწეული შედეგების შედარება;
დ) მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის გამოწვევები და მიღწევები.
11. მერი უფლებამოსილია საქართველოს კანონის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს, შესაბამის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამ საქმიანობების განხორციელებისას/ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მისი სახელით (აუთსორსინგული მომსახურება) პროგრამის შემდეგი ეტაპების განხორციელების უფლებამოსილება:
ა) საინფორმაციო კამპანია;
ბ) ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტების გამოვლენა;
მუხლი 15🔗.
პროგრამის განხორციელების დროებითი წესი
1. 2024 საბიუჯეტო წლისთვის მერი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ დებულების მე-14 მუხლით დადგენილი ვადებისაგან განსხვავებული ვადები და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის განსხვავებული წესი.
2. 2024 საბიუჯეტო წლისთვის მერი უფლებამოსილია უზრუნველყოს პროგრამის განხორციელება იმდაგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შერჩეული პროექტების ნაწილის მიმდინარე საბიუჯეტო წელს, ხოლო ნაწილის მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.