ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№08
სარეგისტრაციო კოდი
210020020.35.144.016455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №08

2024 წლის 26 ივლისი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის „გ.დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ” (www.matsne.gov.ge 31/01/2023; 210020020.35.144.016423) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 12. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილისა) არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას. მათ შორის, სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად, სისტემურ- ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სამორინის თამაშობებზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული, სათანადო ნებართვის შესაბამისად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ სათამაშო აპარატების თამაშობებზე, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული, სათანადო ნებართვის შესაბამისად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებზე.

მუხლი 13.  მოსაკრებლის განაკვეთები

1. ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე  – საპრიზო ფონდის 10 %-ის ოდენობით;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

 დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარის ოდენობით.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განსაზღვრულია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.07.2024.
როდის იქნა მიღებული „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.07.2024. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №08. სარეგისტრაციო კოდი — 210020020.35.144.016455.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №03 დადგენილებაში ,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №08, 26.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.144.016455 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6236011/