დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2024
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016530
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ცხენის ძალა არანაკლებ | 102 |
| გადაცემათა კოლოფი | ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 5000 |
| სიგანე არანაკლებ | 1755 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1760 |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინა ორი |
| აუცილებელი მოთხოვნა | სარკეების მექანიკური ან ელ. რეგულირება |
| საწვავის ტიპი | ჰიბრიდი |
| კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ | 122 |
| კარები | 4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის) |
| გადაცემათა კოლოფი | ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი |
| სიგრძე არანაკლებ | 4136 |
| სიგანე არანაკლებ | 1492 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1385 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კასპის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2024 წლის 30 ივლისი
ქ. დმანისი
„დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო
დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (გაპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვე შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – დმანისის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო;
გ) გაპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება დმანისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურეობრივ დროებით სარგებლობაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება გაპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელის დროებით გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
ე) საშტატო რიცხოვნობა - ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული გაპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 3🔗. გაპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლეთა თანამდებობის პირები
1.გაპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს:
ა) დმანისის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს.
გ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეს.
მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა, ხდება 1 მთელამდე.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურებების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილის არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილის კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხვის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიას, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად გაპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილებისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებაც, ობიექტური მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისია.
3. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა საწვავის ტიპი - ჰიბრიდი, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში Plug- In მოდიფიკაცია), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასისა და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.
4. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავას ზეთის ხარჯი;
გ) ძრავას ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლები;
თ) ძრავას ღვედი;
ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
კ) შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომობილებისათვის საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
5. შიდა წვისა და ჰიბრიდული ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 1-ის.
6. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა − სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე ოთხჯერ. ხუნდების ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
7. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში, რომელშიც არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
8. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი), ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში.
9. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.
10. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“- „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.
11. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.
12. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას − ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.
13. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევასა და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით.
14. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ფასი).
15. მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
16. ამ წესის მიზნებისათვის, ჰიბრიდიიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: III კლასის და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება განისაზღვრება ამ წესის დანართი №2-ით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
დანართი №2
კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება
მუხლი 1🔗
ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მისი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს.
მუხლი 2🔗
ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.
მუხლი 3🔗
1. III კლასის მსუბუქი ავტომობილი გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით:
ა) ზოგადი დანიშნულებით:
ა.ა) სამორიგეო;
ა.ბ) მომარაგების;
ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
ბ) გაპიროვნებული:
ბ.ა) დმანისის მუნიციპალიტეტის მერი;
ბ.ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები;
ბ.გ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ.დ) დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2. III კლასის მსუბუქი ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №1-ის შესაბამისად.
3. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №2-ის შესაბამისად.
4. III კლასის მსუბუქი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 21000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
5. III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 32000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
6. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №3-ის შესაბამისად.
7. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №4-ის შესაბამისად.
8. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
9. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ჰიბრიდული ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 30600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
მუხლი 4🔗
1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:
ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;
ბ) პიკაპი;
გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით.
2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ამ დანართის ცხრილი №5-ის შესაბამისად.
3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
მუხლი 5🔗
1. შესასყიდი ყველა ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.
2. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
ცხრილი №1
III კლასის მსუბუქი ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
75
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5 - საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3840
სიგანე არანაკლებ
1695
სიმაღლე არანაკლებ
1450
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი მაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშისსაწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა ორი უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
ცხრილი №2
III კლასის მსუბუქი ავტომობილი
საწვავის ტიპი
ჰიბრიდი
კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ
122
კარები
4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
4136
სიგანე არანაკლებ
1492
სიმაღლე არანაკლებ
1385
სიმაღლე არანაკლებ
1385
საგარანტიო პირობები
7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი(მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
ოთხივე
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიცირება
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით
აუცილებელი მოთხოვნა
სარკეების ელექტრო- ან/და მექანიკური რეგულირება
ცხრილი №3
III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
82
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ - 5 საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
3665
სიგანე არანაკლებ
1600
სიმაღლე არანაკლებ
1575
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფადცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევროქრაშტესტი, IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
წინა ორი უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა
4X4
ცხრილი №4
III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილი
საწვავის ტიპი
ჰიბრიდი
კომბინირებული ცხენის ძალა არანაკლებ
140
კარები
4/5 (4 სალონის + 1 საბარგულის)
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
4125
სიგანე არანაკლებ
1725
სიმაღლე არანაკლებ
1535
საგარანტიო პირობები
7 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი
(მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი,
ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,
ელექტრომცველები, შუშის საწმენდი
ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის
გადაბმულობის ქურო, გადაცემათა
კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა
კოლოფის გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად
შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული
მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე
აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
ოთხივე
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ 7 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიცირება
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
ABS, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
ESC – სტაბილურობის ელ. კონტროლი
აუცილებელი მოთხოვნა
4X4 მექანიკური ან ავტომატური ჩართვის
და გამორთვის ფუნქციით
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის ელექტრო- ან ჰიდროგამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის სიმაღლის და სიგრძის რეგულირება
აუცილებელი მოთხოვნა
ცენტრალური საკეტი დისტანციური მართვით
აუცილებელი მოთხოვნა
სარკეების ელ. ან მექანიკური რეგულირება
ცხრილი №5
სპეციალიზებული კლასის ავტომობილი
ცხენის ძალა არანაკლებ
102
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი
სიგრძე არანაკლებ
5000
სიგანე არანაკლებ
1755
სიმაღლე არანაკლებ
1760
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150 000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფადცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა
სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა
მინიმუმ ორი უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა
კონდიციონერი
აუცილებელი მოთხოვნა
აუდიოსისტემა
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა
ABS
აუცილებელი მოთხოვნა
4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით
აუცილებელი მოთხოვნა
საჭის სიმაღლის მარეგულირებელი
აუცილებელი მოთხოვნა
სარკეების მექანიკური ან ელ. რეგულირება