“საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელევის ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23
სარეგისტრაციო კოდი
290.060.000.24.016.007.957
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 28/12/2005

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.007.957

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის ბრძანება №23

2005 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე    სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

I. ,,საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანებაში (სსმ III, №43(50), 1999 წ., მუხლი 786) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი სადაზღვევო კომპანიისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სიცოცხლის დაზღვევა (1) – 1 000 000 ლარი;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) (2) – 500 000 ლარი;

გ) გადაზღვევა (3) – 1 000 000 ლარი.“.

2. მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ლიცენზიის მაძიებელი სადაზღვევო კომპანია წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს მინიმალური საწესდებო კაპიტალის 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე