მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №249
სარეგისტრაციო კოდი 340080000.10.003.024643
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №249
2024 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჭირო დაფინანსების − არაუმეტეს 2 000 000 ლარის მოძიება.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამული კოდის (31 05 – ერთიანი აგროპროექტი) ფარგლებში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა
1. „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის ნორმალიზაცია და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე თაფლის მწარმოებლებისთვის მდგრადობის ხელშეწყობა და წარმოების მართვის პროცესების გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს და ვისთანაც შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;
გ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით;
ე) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით;
ვ) სკა (ჩარჩოების გარეშე) – ლანგსტროტ რუტის სკა, 3 ძირითადი კორპუსით (10-ჩარჩოიანი ზომის) ან/და დადან ბლატის სკა, 2 ძირითადი კორპუსით (10-ჩარჩოიანი ზომის), რომელზეც მითითებულია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
მუხლი 4🔗. პროგრამაში მონაწილეობის პირობები და პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახისა (არანაკლებ 10 სკისა).
2. პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
3. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით:
ა) პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში განაცხადის წარდგენის დროს რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორად;
ბ) პოტენციურ ბენეფიციარს საფუტკრე დარეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
4. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით.
მუხლი 5🔗. თანადაფინანსება და შეზღუდვები
1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას – ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით.
2. პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.
3. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები.
მუხლი 6🔗. ბენეფიციარის ვალდებულებები
ბენეფიციარი ვალდებულია, თანადაფინანსების გაცემამდე დაადასტუროს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სკების რაოდენობა, აგრეთვე პროგრამის პირობების შესაბამისად პროგრამაში მონაწილეობამდე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.
მუხლი 7🔗. განაცხადის მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა
1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 9🔗. მონიტორინგი
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.