“საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.960
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №332/ნ
2005 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №65/ნ ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №27, მუხ. 253) პირველი პუნქტით დამტკიცებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის მე-3 თავი, პროგრამის ბიუჯეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
III. პროგრამის ბიუჯეტი
,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 1 500 000 ლარის ოდენობით.
|
| სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამა | 1 500 000 |
| 1. | სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროებისა და საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციონირება | 1 092 520 |
|
| შრომის ანაზღაურება დამქირავებლიდან ანარიცხები | 778016 194504 |
|
| ოფისის ხარჯები | 70 000 |
|
| მივლინება | 50 000 |
| 2. | სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროებისა და საკოორდინაციო ცენტრის აღჭურვა | 247 480 |
|
| კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა | 180 000 |
|
| სამედიცინო დანიშნულების საგნებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა | 67 480 |
| 3. | ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების უზრუნველყოფა | 50 000 |
| 4. | სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების სამუშაო ფორმების დაბეჭდვა-გამრავლება | 45 000 |
| 5. | პროგრამის მეთოდური რეკომენდაციების, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის საკანონმდებლო აქტებისა და სტატისტიკური ანალიზის შემუშავება და გამოცემა | 20 000 |
| 6. | სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება (სწავლება, ტრენინგი) | 20 000 |
| 7. | პროგრამის მონიტორინგი | 25 000 |
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი