,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება №22 |
|
2024 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი V. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სტაჟიორ-გამომძიებლისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების სტაჟიორების მიერ სტაჟირების გავლა“.
2. 32-ე მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,6. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში (გარდა საგამოძიებო დეპარტამენტისა) სტაჟირების გავლის წესი და პირობები მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
3. 32-ე მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებში (გარდა საგამოძიებო დეპარტამენტისა) შესაძლებელია გამოცხადდეს როგორც ანაზღაურებადი, ასევე ანაზღაურების გარეშე სტაჟირება. შერჩეულ სტაჟიორთა ანაზღაურება, უფლებამოსილება და სტაჟირების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით.“.
4. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტსა და სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გავლილი სტაჟირების ვადა ითვლება შრომით სტაჟში.“.
|