„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
080240000.79.092.016018
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის

ბრძანება  № 18

2024 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესის

1. 37-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ შესაძლებელია მიღებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:

ა) უმცროს გამომძიებლად დანიშვნის შესახებ;

ბ) სტაჟირების ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ რეგისტრირდებიან სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში.“.

2. 38-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში არაუმეტეს 3 წლის ვადისა, შეიყვანება სტაჟიორ-გამომძიებელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება სამსახურში და არ აქვს სტაჟირების ვადა გაგრძელებული.“.

 3. 48-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 48. სამსახურის თანამშრომლის შვებულება“.

4. 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, ასევე სამსახურის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის 30 კალენდარული დღე.“.

5. ამოღებულ იქნეს 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

6. 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და სამსახურის თანამშრომლის გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად.“.

7. 51-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის 50-ე მუხლის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები გამოიყენება სამსახურის უშუალო უფროსის ან ზემდგომი თანამდებობის პირის წარდგინებით, მოსამსახურის  დახასიათებით, კონკრეტული, დასაბუთებული დამსახურებისა და დატვირთვის მითითებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე