თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემონაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-131. 131242133
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.154.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2024
matsne.gov.ge 207 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე მე-4 ქუჩის, სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბეწუკელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 18.07.2025 თიანეთის მუნიციპალიტეტის, სოფ ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულის, სოფ ჟებოტაში მდებარე 1-ლი ქუჩის შესაბამისი შესახვევების და ჩიხების სახელწოდების შეცვლის და თამაზ მეჭიაურის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 93% 31.07.2024 თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ ხევსურთსოფელში მდებარე მე-9 ქუჩის სახელის შეცვლის და აფხაზეთის ომში გარდაცვლილი გმირის გიორგი უთურგაულის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.11.2025 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში ოსტროვსკის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 07.06.2019 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 06.08.2021

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემონაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის სახელის მინიჭების შესახებ თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს განკარგულება №გ-131.131242133  2024 წლის 31 ივლისი       დ. თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემონაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი  საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის   სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24 მუხლის პირველი პუნქტის ა.ე ქვეპუნქტის, “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისი №239 დადგენილების თანახმად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ი  ტ  ა: 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემო ნაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩას, შესაბამისი შესახვევებს და ჩიხს  შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას საქართველოს გარდაცვლილი  საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის  სახელი თანდართული რუკის მიხედვით. 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება. 3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47. 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                 ლაშა სულხანიშვილი