თიანეთის მუნიციპალიტეტის, დაბა თიანეთში მდებარე მე-4 ქუჩის, სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბეწუკელის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-131. 131251995
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.154.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №-131. 131251995

2025 წლის 18 ივლისი       

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში მდებარე მე-4 ქუჩის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბეწუკელის  სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისი №239 დადგენილების და და 2025 წლის 8 ივლისის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმი №46 თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ი  ტ  ა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში მდებარე მე-4 ქუჩას შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ბეწუკელის  სახელი თანდართული რუკის მიხედვით.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                               სოსო მამულაშვილი