თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის, შესაბამის შესახვევების სახელის შეცვლის და საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-131. 131251993
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.154.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-131. 131251993

2025 წლის 18 ივლისი

დაბა თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის შესაბამისი შესახვევებისათვის სახელის შეცვლის და საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის სხდომის ოქმი №46-ის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფ ჯიჯეთში მდებარე მე-2 ქუჩის და სოფ. ვერხველში მდებარე მე-3 ქუჩის შესაბამის შესახვევებს შეეცვალოს სახელწოდება და დაერქვას საზოგადო მოღვაწის ივლიტა შავერდაშვილის სახელი, თანდართული რუკის მიხედვით.

2. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს,საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში, შემდეგ მისამართზე: დ.თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                     სოსო მამულაშვილი