თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ზენამხარის, ივლიაანთგორის და ლახატოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება Nგ-131. 131243052 |
|
2024 წლის 31 ოქტომბერი დაბა თიანეთი |
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ ზენამხარის, ივლიაანთგორის და ლახატოს უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელი თანდართული რუკების შესაბამისად.
2 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით, თიანეთის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: დ. თიანეთი, რუსთაველის ქ. №47.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი