ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
მიღების თარიღი 02.08.2024
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-93. 9324215001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამესრალში მდებარე ქუჩისათვის დავით სოსლანის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ლელიანში მდებარე ქუჩისათვის იოანე ნათლისმცემელის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე ქალაქ ლაგოდეხში მდებარე ბახტრიონის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მიტროპოლიტი სერგის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარე ყოფილი ლერმონტოვის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი მამუკა ნოზაძის სახელის დარქმევის (სახელდების) შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მესამე ქუჩისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № გ-93.9324215001
2024 წლის 2 აგვისტო
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში მდებარე ქუჩისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების (სახელდების) თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
მუხლი 1🔗
მიენიჭოს გალაკტიონ ტაბიძის სახელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მირსკისეულში (ლელიანის ადმინისტრაციული ერთეული) მდებარე ქუჩას, თანდართული რუკის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ განკარგულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად.
მუხლი 4🔗
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24.
საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია