„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№267
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.017840
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №267

2024 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დოკუმენტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებას და ინფორმაციის სხვა საშუალებებით (მათ შორის, გაზეთში) გამოქვეყნებას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებას, შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური).“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. საგადასახადო/საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიმართ გამოცემული დოკუმენტი, რომლის საჯაროდ გავრცელებაც განხორციელდა სამსახურის ან/და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს შესაბამისი ვებგვერდიდან, გადასახადის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც პირი ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ დოკუმენტს.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური, ხოლო სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის წაშლას – შემოსავლების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური.“.

2. 151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის და დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის საჯაროდ გავრცელება განხორციელდა ამ მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) განთავსებით, განთავსებიდან 20 დღის გასვლის შემდგომ, წაშალოს ვებგვერდიდან, თუ მომჩივანი ფიზიკური პირია, რომელიც წერილობითი განცხადებით ადასტურებს, რომ გაეცნო საჯაროდ გავრცელებულ გადაწყვეტილებას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესრულების მიზნით, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების წაშლის თაობაზე, შემოსავლების სამსახურს მიმართავს დავების განხილვის საბჭოს აპარატი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.08.2024.
როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.08.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №267. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.017840.
რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №267, 06.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017840 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6242951/