„თვითმმართველი ქალაქის - ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016656
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2024 წლის 9 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილებაში  (გა­მოქვეყნების წყარო: სა­ქა­რ­­თ­ველოს საკანონმდებლო მაც­ნე, www.matsne.gov.ge, გამოქ­ვეყ­ნე­ბის თარიღი: 11/03/2014წ., სა­რეგისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამო­ყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამი­სად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტე­ტის საკრე­ბუ­ლო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. მიკედლებული ცხოველის რეგისტრაცია და მონაცემთა ბაზის წარმოება

1. ცხოველის რეგისტრაციას, მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით,  ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ან ცხოველთა თავშე­საფრები, მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ამ წესით დადგენილი პირობებით.

2. მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.

3. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტობრივი მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი.

4. რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, ასევე ივსება ცხოველთა ახალი სარეგისტრაციო და ჩატარებული პროცედურების შესახებ მონაცემები, რომლის ფორმებსაც ამტკიცებს ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“. ცხოველს ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბა­მისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.

5. ცხოველის მიმკედლებელი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების  მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

6. ცხოველის აგრესიის ან/და შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების დადგომის შემთხვევაში მიმკედლებელი ვალდებუ­ლია მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის და შემდგომი პროცედურების ჩატარების მიზნით. ამ წესის დარღვევისთვის გატარდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე