თვითმმართველი ქალაქის - ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2014 წლის 28 თებერვალი ქ. ბათუმი |
|
მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი
ა) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს მეპატრონე და კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება მეპატრონის ან მეპატრონის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ;
ბ) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზედაც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში არ დაუდგინდება მეპატრონე;
გ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
დ) მიკედლებული ცხოველი – ცხოველი, რომლის მეთვალყურე პირს უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება მის ვეტერინარული სამედიცინო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფაზე;
ე) ცხოველის მეპატრონე – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს ცხოველის წინამდებარე წესით დადგენილ მოვლა-პატრონობას;
ვ) მომშენებელი – პირი, რომელიც ეწევა ცხოველთა მოშენებას კომერციული ან არაკომერციული მიზნით;
ზ) ცხოველის მოვლა-პატრონობა – ცხოველის კვება მისთვის დადგენილი რაციონით, ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, მათ შორის, ცხოველის ლაბორატორიული კვლევა და წინამდებარე წესის შესაბამისად მათი აღზრდა და წვრთნა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით;
თ) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ი) ცხოველის მოკვდინება (ევთანაზია) – უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით.
ა) პატრონიანი;
ბ) უმეთვალყურეო;
გ) მიკედლებული;
დ) უპატრონო.
2. უმეთვალყურეო ცხოველს პატრონიანისა თუ უპატრონოს სტატუსი უდგინდება მისი ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანიდან 10 დღის ვადაში.
3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან.
4. ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე განაცხადის შეტანის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე ცხოველი ითვლება დროებით მიკედლებულად და მასზე ვრცელდება მიკედლებული ცხოველისათვის დადგენილი ნორმები.
ა) სათანადო კვება და დაწყურვება;
ბ) ფიზიკური აქტივობა;
გ) საძილე ადგილის განთავსება, გათბობა და განათება;
დ) მდედრი ცხოველის შეჯვარების შემთხვევაში ნაყარისა და ცხოველისთვის სათანადო პირობების შექმნა.
2. მეპატრონე ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ძაღლების სამოძრაო ტერიტორიაზე.
3. დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ მიტოვება. მეპატრონე ვალდებულია ცხოველის შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარში.
4. აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.
5. აკრძალულია ცხოველების საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში შეყვანა.
6. ცხოველის გვამის დამარხვა დასაშვებია მხოლოდ საამისოდ სპეციალურ გამოყოფილ ადგილას (ბიოთერმიულ ორმოში).
7. ცხოველის მეპატრონე ვალდებულია აგრეთვე დაიცვას ცხოველის ყოლასთან დაკავშირებული შემდეგი პირობები:
ა) უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. იდენტიფიკაცია შეიძლება განხორციელდეს სამი ძირითადი მეთოდით: მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან/და სპეციალური ყელსაბამით. იდენტიფიკაციის ეს მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დამოუკიდებლად ისე კომბინირებულად. იდენტიფიკაციისათვის მათზე აღნიშნული უნდა იყოს: ცხოველის მეპატრონის სახელი და გვარი, მისი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამასთან პირი, რომელიც ახდენს ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსებას, ვალდებულია აწარმოოს მის მიერ იდენტიფიცირებული ცხოველების რეესტრი, რომელსაც უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს მას უსასყიდლოდ;
ბ) ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბმელით და ალიკაპით;
გ) აუცილებელია ცხოველის წელიწადში ერთხელ ვეტერინარიულ-სანიტარიული შემოწმება;
დ) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია არ დაუშვას საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, ხოლო დაბინძურების შემთხვევაში უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;
ე) ცხოველის მეპატრონე ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სათანადო სამედიცინო-ვეტერინარიულ დაწესებულებას, საკუთრებაში მყოფი ცხოველების მიერ ადამიანის ან სხვა ცხოველის დაკბენის შესახებ, მიაკითხოს ვეტერინარიულ სამკურნალო დაწესებულებას, ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დასაწესებლად. ვეტერინარული ზედამხედველობის ხარჯებს იხდის ცხოველის მეპატრონე;
ვ) ცხოველის დაავადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკას;
ზ) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, სათანადო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ აცნობოს ვეტერინარიულ კლინიკასა და უფლებამოსილ ორგანოს;
თ) მეპატრონე ვალდებულია აანაზღაუროს მისი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ცხოველთა მეპატრონეების მხრიდან წინამდებარე წესში განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.
2. უფლებამოსილი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) უპატრონო და უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, იზოლაცია და ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) ცხოველთა მონაცემთა ბაზის წარმოება;
გ) ცხოველისათვის ამ წესით განსაზღვრული სტატუსიდან ერთ-ერთის მინიჭება;
დ) დაჭერილი ცხოველების მოკვდინება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;
ე) ამ წესითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან.
3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
2. უფლებამოსილმა ორგანომ უპატრონო ცხოველების რაოდენობის ოპტიმიზაციისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:
ა) ცხოველების შეპყრობა თუ მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური, მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები ფიზიკურად ჯანმრთელი და არააგრესიული უპატრონო ცხოველისათვის სხვა კატეგორიაში გადასაყვანად, მათთვის ახალი მეპატრონის მოძიების ან მათი თავშესაფრისათვის გადაცემის მიზნით.
3. თავშესაფრიდან ახალი მეპატრონისა თუ მეთვალყურისთვის გადასაცემი ნარევი ჯიშის უპატრონო ცხოველები ექვემდებარებიან ქირურგიულ ან მედიკამენტურ სტერილიზებას, დადგენილი მეთოდიკითა და საშუალებებით.
2. ცხოველის მოკვდინება თავშესაფრის გარეთ დაიშვება მხოლოდ მათი ტანჯვის შესაწყვეტად, როდესაც ვეტერინარული დახმარების მიღება შეუძლებელია/არაეფექტურია ან ცხოველის აგრესია აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, სხვა ცხოველებს; აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. ცხოველის მოკვდინება ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მყისებრ, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი (მენტალური, ფსიქოლოგიური) ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით სპეციალური მედიკამენტის გამოყენებით.
4. ცხოველის ცხოველთა თავშესაფარში მოკვდინების შემდეგ, ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია. მხოლოდ ამის შემდეგ დასაშვებია შემდგომი პროცედურების ჩატარება (ბიოთერმულ ორმოში მოთავსება, კრემაცია, პათანატომიური გამოკვლევა და ა.შ).
5. დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით:
ა) დახრჩობა;
ბ) გაგუდვა;
გ) მოწამვლა;
დ) ელექტრომუხტის გამოყენება;
ე) მექანიკური დაზიანების მიყენება;
ვ) იძულებითი შიმშილით, წყურვილით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით.
დაავადებების ჩამონათვალი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტისა და 3 პუნქტის შესაბამისად თვითმ მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ,,თვითმმართველ ქალაქ - ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“ თანახმად დანართი 1 -სა.2.
დამტკიცდეს ,,ცხოველიდან ადამიანზე გადამდები საშიში დაავადებების ჩამონათვალი“ თანახმად დანართი 2-სა.3.
თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყონ ამ წესით გათვალისწინებული საკითხების სწავლება, კონსულტირება, პოპულარიზაცია, საზოგადოები-სათვის საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის მიწოდება, დამრღვევ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ მიწერილობები, ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა ოქმების შედგენა და სხვა საჭირო ორგანიზაციულ სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.4.
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი
დანართი 1თვითმმართველი ქალაქის - ბათუმში ძაღლების და კატების
მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესითვითმმართველი ქ. ბათუმში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს თვითმმართველ ქ. ბათუმში ძაღლების და კატების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
მუხლი 2.🔗
გადაწყვეტილების მიზანიწესის მიღების მიზანია თვითმმართველ ქ. ბათუმში ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.