ქ. ბათუმში, ბაღის ქ. N10დ; ქ. N10ზ; ქ. N10ვ და ბაღის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. N05.34.25.745, N05.34.25.768, N22.21.01.050, N05.34.25.619) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2024 წლის 9 აგვისტო ქ. ბათუმი |
ქ. ბათუმში, ბაღის ქ. №10დ; ქ. №10ზ; ქ. №10ვ და ბაღის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს.კ.№05.34.25.745, №05.34.25.768, №22.21.01.050, №05.34.25.619) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 41-ე და 43-ე მუხლების და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ქ. ბათუმში, ბაღის ქ. №10დ; ქ. №10ზ; ქ. №10ვ და ბაღის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. №05.34.25.745, №05.34.25.768, №22.21.01.050, №05.34.25.619) დამტკიცდეს განაშენიანების დეტალური გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
კანონმდებლობით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ღონისძიება განისაზღვროს საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი მშენებლობის (შეთანხმებული პროქტის მიხედვით გადამეტებული) კ 1/ 2 მაჩვენებლის 10 %-ის ოდენობით საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ღირებულების ოდენობის თანხით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით (მათ შორის, სხვა ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემით).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|