ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.08.2024
ძალაში შესვლა 25.08.2024
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2024
matsne.gov.ge 908 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.2024 მიღება
25.08.2024 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 11.08.2022 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 125<sup>3</sup> მუხლით, 135-ე და 135<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 125<sup>3</sup> მუხლით, 135-ე და 135<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამო­წერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 19.03.2015 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46<sup>5</sup>, 46<sup>6</sup>, 172<sup>8</sup> და 172<sup>9</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 25.11.2020 საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.05.2023 საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების და ჩაბარების წესის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის და დაბრუნებული (გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი) საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 13.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №60 2024 წლის 19 აგვისტო ქ. ბათუმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 212-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედეს 2024 წლის 25 აგვისტოდან.სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების საგანი ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის საჯარიმო ქვითრის (შემდეგში – საჯარიმო ქვითარი) ფორმის, მისი შევსების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. მუხლი 2🔗. საჯარიმო ქვითრის  შედგენაზე უფლებამოსილი პირი 1. საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება აქვს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირებს. 2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 3. საჯარიმო ქვითრის ფორმა დამტკიცებულია დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗. საჯარიმო ქვითრის  შევსება და მისი შინაარსი 1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 129-ე მუხლით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის) და 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საზღვაო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. 2. უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 3.  საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. 4. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან: ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 5. საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება: ა)  შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ბ) შედგენის ადგილი (მისამართი); გ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი; დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში –  სამართლებრივი ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი); ე) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  მუხლი; ზ) ჯარიმის ოდენობა; თ) მიმღები მოლარე: ი) დამრღვევის ახსნა-განმარტება; კ) მონაცემები იმ დოკუმენტების თაობაზე, რომელიც ოქმს თან ერთვის; ლ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და პირადი მონაცემები; მ) შენიშვნა; ნ) ოქმის შემდგენლის,  მოწმისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ასევე  ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა. 6.  საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ საჯარიმო ქვითრის შესაბამისად. 7. საჯარიმო ქვითარი შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც ავსებს საჯარიმო ქვითარს, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ. 8. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება დადგენილი წესით. 9. დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი. 10. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები, საჯარიმო ქვითარს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. 11. თუ დამრღვევი უარს ამბობს ხელმოწერაზე ან არ იმყოფება ადგილზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 12. სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. მუხლი 4🔗. საჯარიმო ქვითრების აღრიცხვა-ანგარიშგება 1. საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. საჯარიმო ქვითრის ბლანკების დამზადების ორგანიზებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 2. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში. 3. საჯარიმო ქვითრის ბლანკების აღრიცხვასა და გაცემას ახორციელებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი. 4.  ოქმის გაცემა ხორციელდება საჯარიმო ქვითრის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გადაცემა უნდა დაფიქსირდეს საჯარიმო ქვითრების – გასავლის ჟურნალში (დანართი №2). 5. საჯარიმო ქვითრის მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი, თავის მხრივ, ვალდებულია საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხოს საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3). 6. ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. 7. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. 8. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 9. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების  ჩამოწერა 1. საჯარიმო ქვითრები გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შედგენის დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო; გ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი №4) შესაბამისად. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი 6🔗. საჯარიმო ქვითრის შინაარსი და დამცავი ნიშნები: 1. ქვითარში შეიტანება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მონაცემები. 2. ქვითარი შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) გილიოშური, რელიეფური დამცავი ბადე; ბ) ექსკლუზიური ნუმერაცია (არანაკლებ 6 ციფრისა), რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინესცენციას; გ) ხაზის მაგივრად გამოყენებულია მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.