📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №257
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.024652
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2024
matsne.gov.ge 371 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
ქართული ენა, ლიტერატურა 2250
მათემატიკა 2250
გეოგრაფია 2250
ისტორია 2250
ფიზიკა 2250
ბიოლოგია 2250
ბუნებისმეტყველება 2250
ქიმია 2250
სამოქალაქო განათლება 2250
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 2250
სპორტი 2250
ინგლისური ენა 2250
გერმანული ენა 2250
რუსული ენა 2250
ფრანგული ენა 2250
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2025-2026 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 31.01.2025 2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 22.08.2022 2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 07.08.2023 2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 22.09.2021 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 21.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №257 2024 წლის 12 აგვისტო    ქ. თბილისი 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „უმაღლესი  განათლების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით: 1. 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 3,200,000.00 ლარის ოდენობით. 2. 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების  მიხედვით: მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი) ქართული ენა, ლიტერატურა 2250 მათემატიკა 2250 გეოგრაფია 2250 ისტორია 2250 ფიზიკა 2250 ბიოლოგია 2250 ბუნებისმეტყველება 2250 ქიმია 2250 სამოქალაქო განათლება 2250 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება 2250 სპორტი 2250 ინგლისური ენა 2250 გერმანული ენა 2250 რუსული ენა 2250 ფრანგული ენა 2250 ქართული, როგორც მეორე ენა 2250 მუსიკა 2250 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 2250 ზოგადი განათლების I-IV კლასების მასწავლებელი 2250 სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 2250 3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად. 4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში. 5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის  საფასურს. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 თებერვლის №44 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე