სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №259
სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.024654
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/08/2024
matsne.gov.ge 121 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 91% 27.12.2018 წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 22.02.2024 სანდრო ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 80% 07.11.2022 ვახტანგ ქობალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 80% 28.11.2025 „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის №825 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 79% 15.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №259 2024 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი სამხედრო ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 თავდაცვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 183-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული სამხედრო ფიცის ტექსტი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სამხედრო ფიცი მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში: ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი; ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის. თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი.