უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 5 24 00001941
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 5 24 00001941

2024 წლის 18 ივლისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს სახელწოდების ცვლილება: კერძოდ, „ა(ა)იპ „სისხლი სიცოცხლისათვის“ (ს/ნ 412785339, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85/83ა)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სისხლის ცენტრი“ (ს/ნ 412785339, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85/83ა)“ და გაიცეს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის“ ახალი სალიცენზიო მოწმობა“.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

5. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: „ა(ა)იპ „სისხლის ცენტრის“ (ს/კ 412785339) დირექტორის, თამთა ლევიძის განცხადებები: №750676, 12.07.2024 წ.; №765935, 17.07.2024 წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                   ლეილა ქოჩიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2024.
როდის იქნა მიღებული „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.07.2024. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 5 24 00001941.
სად არის „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“, №REG 5 24 00001941, 18.07.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6248970/