საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბრძანება №REG 5 25 00001986
2025 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2016 წლის 6 სექტემბრის №02-1514/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002229 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი-სამტრედიაზე“ (ს/კ 438729306; ფაქტობრივი მისამართი: ქ. სამტრედია, თამარ მეფის ქუჩა №11)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი-სამტრედია" (ს/კ 438738369; ფაქტობრივი მისამართი: ქ. სამტრედია, თამარ მეფის ქუჩა №11)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი-სამტრედიაზე“ (ს/კ 438729306; ფაქტობრივი მისამართი: ქ. სამტრედია, თამარ მეფის ქუჩა №11) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002229;
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
6. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი-სამტრედიის“ (ს/კ 438729306) დირექტორის, ლაშა კვანტალიანის, განცხადებები (№940908, 22.08.2025; №966037, 01.09.2025) და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.09.2025. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 5 25 00001986.
- სად არის „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“, №REG 5 25 00001986, 02.09.2025 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6646067/