საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 2 24 00003072
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 2 24 00003072

2024 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის N02-396/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის N000004 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, ,,სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრის" (ს/კ 202051689; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა N7)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს ,,ა(ა)იპ ,,ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკი" (ს/კ 402327656; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №7)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრზე" (ს/კ 202051689; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა №7)“ გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია N000004;

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად;

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: სს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის" (ს/კ 202051689) დირექტორის, ლალი ივანიშვილის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლოზ ჩადუნელის განცხადებები (№1242674, 22.11.2024წ.; №1273252, 02.12.2024წ.) და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის  შემსრულებელი  ლეილა ქოჩიაშვილი


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.12.2024.
როდის იქნა მიღებული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 02.12.2024. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №REG 2 24 00003072.
სად არის „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ“, №REG 2 24 00003072, 02.12.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6329762/