სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 1 24 00002045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 1 24 00002045

2024 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (22-ე მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „კატასტროფის ცენტრზე“ (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ზღვის უბნის დასახლება, XI მ/რ, I კვ.; ს/კ 400279774) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა № 000021, ბრძანება № 02-536/ო, 17.03.2021წ.);

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64);

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „კატასტროფის ცენტრის“ (ს/კ 400279774) დირექტორის, გიორგი შათირიშვილის განცხადება (№ 651640; 17.06.2024წ.).

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ლეილა ქოჩიაშვილი