საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2024
ძალაში შესვლა 01.09.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43-65
სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.101.017244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2024
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსებაზე თანხმობის გაცემის, აღნიშნული სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემით ან სქემის გარეშე წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ზოგიერთ საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43-65
2024 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის დროის და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ5“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და განთავსებულია 5.41.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.26 ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვებია მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოძრაობა შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
3. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დაუშვებელია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ იმ ზოლში, სადაც M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისა და სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის მოძრაობა საპირისპირო მიმართულებისაა.
4. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იგი არ შეაფერხებს, არ გააძნელებს ან არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
5. ამ დადგენილებით განსაზღვრული მოტოციკლის ან/და მოპედის მძღოლის მიერ მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომა აკრძალულია გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და განთავსებულია 5.41.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.26 ჰორიზონტალური მონიშვნა.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ადგენს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი სექტემბრიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე