„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №189

1996 წლის 31ივლისი

ქ.თბილისი

„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ"

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 12 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში შესწორების შეტანის მიზნით:

1. მთელ ტექსტში სიტყვა „ბიუჯეტგარეშე შემოსავლები" შეიცვალოს სიტყვებით „საბაჟო პროცედურებსა და გაწეული მომსახურებაზე დადგენილი მოსაკრებლები".

2. პირველი თავის 1.6 პუნქტში ციფრი „3" შეიცვალოს ციფრით „ 0.3", ხოლო ციფრი „2", ციფრი „0.2“.

3. პირველი თავის 1.7 პუნქტში ციფრები პროცენტული ოდენობით „20%", „30%", „5 %“ უნდა იკითხებოდეს „20 %-მდე", „30 %-მდე "5 % -მდე".

4. დაემატოს პირველ თავს 1.12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით „უფლება მიეცეს საბაჟო ორგანოებს საჭიროებისამებრ ურთიერთშორის გადაანაწილონ სოციალური განვითარების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების და გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსების ფონდების სახსრები".

5. პირველი თავის 2.2 პუნქტის პირველი აბზაცი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მატერიალური სტიმულირების  ფონდი გამოიყენება საბაჟო სამსახურის მუშაკთა /საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფთა/ ხელფასზე დანამატების, მატერიალური დახმარების ან პრემიის სახით, ასევე /საბაჟო პროცედურებსა და გაწეულ მომსახურება დადგენილი მოსაკრებლების შემოსავლების დაფინანსებაზე მყოფთა/ ხელფასის, ხელფასზე დანამატის, მატერიალური დახმარების ან პრემიის სახით“.

6. ზემოთ აღნიშნული ცვლილებები წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციაში გატარებული/18.06.98წ./ „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებების შესატანად.

მინისტრი         დ. იაკობიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ"?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ" ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ". ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6251827/