„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №62 |
|
2024 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/12/2019, 010320040.22.034.016924) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების:
ა) პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11 1. 2024 წელს „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილების 21 მუხლის საფუძველზე, ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით, სამინისტროს სისტემაში ჩატარდეს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ჩატარებული კონკურსის ფარგლებში, არ გამოიყენება ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 და მე-7 პუნქტებით, აგრეთვე 82 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ორგანიზებას უწევს დროებითი ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია, რომლის უფლებამოსილება და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით. დროებითი ერთიანი სპეციალური საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პირის სტაჟირების კანდიდატად შერჩევის შესახებ.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების 11 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსებზე და მის შედეგად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“; ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ ბრძანების 11 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|