„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის №79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №82 |
|
2018 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 12 ივლისის №79 ბრძანებაში (ვებგვერდი, 12/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016770) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გაიარა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი. ეს თანამდებობებია: ა) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას); ბ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაური, ცვლის უფროსი, ცვლის მეთაური, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და სამმართველოს უფროსის მოადგილე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის და სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას).“;“; ბ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს ოპერატიულ ქვედანაყოფში განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას), ხოლო სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცმეთაურის, ცვლის უფროსის, ცვლის მეთაურის, განყოფილების უფროსის, განყოფილების უფროსის მოადგილის, სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს თანამდებობა არ ითვალისწინებს საპოლიციო ფუნქციის განხორციელებას) დასაწინაურებელმა პირმა (მათ შორის, მოქალაქე) აკადემიაში უნდა გაიაროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების შესაბამისი კურსი. დაწინაურების კურსზე ჩასარიცხად დასაწინაურებელმა პირმა უნდა გაიაროს შესარჩევი ტესტირება. 2. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კურსზე კანდიდატი შეიძლება წარდგენილ იქნეს დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ან დანაყოფის მოსამსახურის მიერ საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გზით. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი შესაბამის დანაყოფთან და აკადემიასთან შეთანხმებით ეტაპობრივად წარადგენს აღნიშნულ კანდიდატებს აკადემიაში.“;“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი-მე-13 პუნქტების, მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი-მე-13 პუნქტები, მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.“; |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|