„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.034.017547
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №18

2025 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1062 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 010340000.22.034.016403) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) საქმიანობისა და თანამშრომლობის წესის დამტკიცების შესახებ“

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) საქმიანობისა და თანამშრომლობის თანდართული წესი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) საქმიანობისა და თანამშრომლობის წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (სამმართველო) (შემდგომში – ბიურო) საქმიანობისა და მასთან თანამშრომლობის წესი (შემდგომში – წესი) ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის – ინტერპოლის (შემდგომში – ინტერპოლი) კონსტიტუციას (წესდება), სხვა ნორმატიულ აქტებსა და რეკომენდაციებს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.“;

გ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, აგრეთვე, ბიუროს უფროსს;“;

დ) 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინფორმაციის ინტერპოლის საინფორმაციო ქსელით – I-24/7-ით გასაგზავნად აუცილებელია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან ბიუროს უფროსის ნებართვა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური