„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017445
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №17

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. 36-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 მუხლი:

„მუხლი 361

1. ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღის კონფისკაციის დაკისრების, ასევე, „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებული წესის 1212 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული იარაღის შეიარაღების სამმართველოში მისაღებად, იარაღის ჩამორთმევიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, პოლიციელმა უნდა წარადგინოს:

ა) მიმართვა შეიარაღების სამმართველოს უფროსის სახელზე, რომელშიც აგრეთვე მიეთითება ინფორმაცია იარაღის ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ან ქმედების გასაჩივრების თაობაზე;

ბ) დალუქულ მდგომარეობაში არსებული იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები და საბრძოლო მასალა;

გ) დადგენილება/ოქმი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ჩამორთმევის შესახებ;

დ) ჩამორთმეული იარაღის ფოტოსურათ(ებ)ი.

2. იარაღის საწყობში ჩაბარების შემდეგ, იარაღის ჩამორთმევის შესახებ დადგენილების ან ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეიარაღების სამმართველოს.“.

2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37

სამინისტროს დანაყოფების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ჩაბარებისას წარმოდგენილი დოკუმენტების ამ ინსტრუქციის 36-ე ან 361 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და კომპიუტერულ პროგრამაში აღრიცხვის/რეგისტრაციის შემდეგ, შეიარაღების სამმართველოს საწყობის პასუხისმგებელი პირი სამსახურებრივი ბარათის, მიმართვის საფუძველზე ახორციელებს აღრიცხვას, საწყობში არსებული, ამოღებული (ჩამორთმეული), ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ჟურნალში (დანართი №2), რის შემდგომაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ორ ეგზემპლარად (დანართი №16), რომლის დედანი დაერთვის შემოსულ დოკუმენტაციას, ხოლო მეორე პირი გადაეცემა ჩამბარებელს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.03.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017445.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №17, 26.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017445 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6139715/