მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2024 წლის 22 აგვისტო ქ. მარტვილი |
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში მდებარე კაღუს ჩანჩქერის მიმდებარედ საგზაო მოძრაობის ნიშნის მოწყობის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
1.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ბალდაში, მდინარე აბაშაზე არსებული საცალფეხო ხიდის მიმდებარედ, კაღუს ჩანჩქერთან მისასვლელი გზის საწყის მონაკვეთზე დამონტაჟდეს სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ნიშანი „შესვლა აკრძალულია“.
2.
კაღუს ჩანჩქერთან მდებარე ავტოსადგომთან დამონტაჟდეს ორენოვანი საინფორმაციო აბრა წარწერით: „კაღუს ჩანჩქერთან მისასვლელ გზაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია“ და „Vehicles are prohibited on road to the kahu waterfall“.
3.
სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის არეალში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე.
4.
სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვროს კოორდინატთა სისტემაში არსებული შემდეგი წერტილები: შესასვლელი – X – 288292,5068, Y – 4707515,5204, გზის ბოლო მონაკვეთი – X – 288434,3238, Y – 4707518,3779.
მუხლი 2
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის დამზადება და მონტაჟი.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|