საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №40/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016754
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს პარლამენტის საერთო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე/შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№40/2024
2024 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში:
1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტიები, რომელთაც სჭირდებათ საარჩევნო რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის, კანონით დადგენილ ვადაში მონაწილეობის თაობაზე მხოლოდ პარტიის უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით მიმართავენ ცესკოს თავმჯდომარეს.
2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია/საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია (თუ ამავე საარჩევნო ოლქის საზღვრებში იმართება შუალედური არჩევნები) და მათი დამკვირვებლები, უფლებამოსილნი არიან ხელახალი რეგისტრაციის გარეშე დააკვირდნენ შუალედურ არჩევნებს.
3. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან შუალედური არჩევნების პროცესში, ხელახალი აკრედიტაციის გარეშე განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებანი.
4. შუალედური არჩევნებისათვის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოთა არჩევნებისათვის შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს.
5. შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრები ემთხვევა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილ შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს.
6. შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.
7. შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ამომრჩეველთა სიებს (ძირითადი, სპეციალური/გადასატანი საარჩევნო ყუთის) წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ფორმირებული შესაბამისი სიები.
8. შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის ფუნქციებს შესაბამის საარჩევნო კომისიებში ასრულებენ ამავე სუბიექტის მიერ იმავე საარჩევნო კომისიებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დანიშნული წარმომადგენლები.
9. საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის ქმედების/გადაწყვეტილების ანდა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, საჩივარში უნდა მიეთითოს შესაბამისი არჩევნების დასახელება, რომლის საჩივარში მიუთითებლობის შემთხვევაში, საარჩევნო კომისიაში საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია საჩივრის ავტორს განუმარტოს, რომ დააზუსტოს მოთხოვნა და საჩივარში მიუთითოს შესაბამისი არჩევნების დასახელება.
10. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, სტენდები და სააგიტაციო შეხვედრებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული შეხვედრების ადგილები შეიძლება, ასევე გამოყენებულ იქნეს შუალედური არჩევნების ანალოგიური მიზნებისათვის.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი