შპს „ფავნის“ (ს/ნ: 405154871) ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №332
2024 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
1. მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განჩინების საფუძველზე, შეწყდეს შპს „ფავნის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405154871) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნინო მძინარიშვილი (პირადი ნომერი: 01023004698);
2. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;
5. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა