რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 28.08.2024
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016071
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.08.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №5
2024 წლის 28 აგვისტო
ქ. ბათუმი
რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
ვინაიდან 2024 წლის 26 ოქტომბერს ერთდროულად გაიმართება საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილებით განისაზღვროს რიგითი ნომრის მინიჭების წესი და ვადები.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 38
1 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 45-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია
ადგენს:
მუხლი 1🔗
საარჩევნო სუბიექტს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის მიენიჭა რიგითი ნომერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მიენიჭება იგივე რიგითი ნომერი.
მუხლი 2🔗
იმ საარჩევნო სუბიექტებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში, რიგითი ნომრების მინიჭების მიზნით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში იმართება წილისყრა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 381 მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 3🔗
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს უმაღლესი საარჩევნო კომისია. წილისყრისას ნომრების რაოდენობა შეესაბამება წილისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რაოდენობას. წილისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას ის რიგითი ნომრები, რომლებიც მინიჭებულია საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის.
მუხლი 4🔗
რიგითი ნომრები იწყება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო ზრდადი რიცხვიდან. თუ წილისწყრაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტი, წილისყრა აღარ იმართება და რიგითი ნომერი ენიჭება ავტომატურად.
მუხლი 5🔗
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით, სათანადო პროცედურები ტარდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების შემდგომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა (პირველი სექტემბერი).
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონიააჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე