საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლის და საბაჟო სატერმინალო მომსახურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი საბაჟო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №177

1997 წლის 1 სექტემბერი

საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლის და საბაჟო სატერმინალო მომსახურების შესახებ

 

 „საქართველოში შემოტანილი თამბაქოს ნაწარმზე სატერმინალო მომსახურების დაწესების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 30 აგვისტოს №205 ბრძანების მოთხოვნათა შესრულების, საქართველოში შემოტანილი თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სრულყოფის და საბაჟო სატერმინალო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გადაადგილებაზე კონტროლისა და საბაჟო სატერმინალო მომსახურების დროებითი წესები“;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო ტერმინალ „ლილო“-1-ს საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით 1997 წლის 1 სექტემბრამდე განსაზღვროს თამბაქოს ნაწარმზე საბაჟო სატერმინალო მომსახურების საფასური და მისი აკრეფა განახორციელოს ტვირთის თანმხლები დოკუმენტების მიხედვით;

3. სატერმინალო მომსახურებიდან შემოსული თანხები მთლიანად ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში;

4.აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ბ-ნ დ. აბესაძეს.

საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარ                                                                          თ. აბულაძე

 

 

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გადაადგილებაზე კონტროლისა და სატერმინალო მომსახურების დროებითი წესები

წინამდებარე წესები შემუშავებულია „საქართველოში შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე სატერმინალო მომსახურების დაწესების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 30 აგვისტოს №205 და „საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლისა და საბაჟო სატერმინალო მომსახურების შესახებ“ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1997 წლის 1 სექტემბრის №177 ბრძანებათა მოთხოვნების შესრულების მიზნით.

1. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებულ თამბაქოს ნაწარმზე (იმპორტის რეჟიმით გადაადგილებულ თამბაქოს ნაწარმის გარდა) როგორც წესი ხორციელდება სატერმინალო მომსახურება.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ ყოველ კოლოფ თამბაქოს ნაწარმზე გადაიხდევინება საბაჟო სატერმინალო მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება რეგიონალური საბაჟო ტერმინალ „ლილო-1-ს“ მიერ საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით.

3. საბაჟო ტერმინალი „ლილო-1“ ახორციელებს ტვირთის სატერმინალო მომსახურებას და შესაბამისი საფასურის გადახდევინებას ტვირთის თანმხლები დოკუმენტების მიხედვით.

4. ტერმინალ „ლილო-1-ში“ ტვირთის შესაბამისი სატერმინალო მომსახურების გაწევის შემდეგ შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმის პირველ ეგზემპლარზე ეწებება ჰოლოგრამული მარკა.

5. საბაჟო გამშვებმა პუნქტებს უფლება ეძლევათ გაატარონ ტრანზიტული რეჟიმით მხოლოდ ის თამბაქოს ნაწარმი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გაცილებით ან ტვირთის გამყოლი შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა  მარკირებულია ჰოლოგრამული მარკით.

6. მარკირებული შიდა საბაჟო სატრანზიტო ფორმის ერთი ეგზემპლიარი საბაჟო გამშვები პუნქტების მიერ იგზავნება საბაჟო დეპარტამენტში არსებული წესის შესაბამისად.

7. სატერმინალო მომსახურების საფასურის გადახდას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული ყველა თამბაქოს ნაწარმი, გარდა იმ თამბაქოს ნაწარმისა, რომელიც გადაადგილდება იმპორტიორ(მიმღებ) ქვეყნაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამასთანავე, როგორც წესი აღნიშნული ტვირთი საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გადაადგილდება საბაჟო ზედამხედველობის წესით.

ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის რეექსპორტი ხორციელდება მხოლოდ ტერმინალ ლილო-1-დან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. საბაჟო ორგანოები დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი №I) ინფორმაციას გაფორმებული თამბაქოს ნაწარმის შესახებ ყოველდღიურად აწვდიან საბაჟო დეპარტამენტს.

 

როებითი წესების

დანართი NI

ოპერატიული ინფორმაცია ფირმა მიერ

გადაადგილებული თამბაქოს ნაწარმის საბაჟო გაფორმების შესახებ

რიგითი ნომერი

დეკლარაციის ნომერი

შევსების თარიღი

შ.ს.ფ.

რ-ბა ყუთი

რ-ბა კოლოფი

სიგარეტის ღირე ბულება

ბიუჯეტში გადახდილი თანხა

საბაჟო მოსაკრებელი

საბაჟო რეჟიმი

ჰოლოგრ. მარკის ნომერი

შენიშვნა

შემოსვლა

გასვლა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13