„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №43/2024 |
|
2024 წლის 9 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 31/08/2024, 010340000.15.008.016755):
1. სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, პარტიული სიების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“. 2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. დამტკიცდეს პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის №1-ის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ცესკოში რეგისტრირებულმა იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებიც გადაწყვეტენ პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის მიზნით გამოიყენონ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესი, შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს, დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში პარტიული სიები და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ მატერიალური ფორმით. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|



იტვირთება: საქართველოს
პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობის/პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ
ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, კანდიდატის მიერ შევსებული
და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და კანდიდატის პარტიული კუთვნილების
შესახებ განაცხადი (PDF/JPG ფორმატში);
ღილაკით;
.

ღილაკის გამოყენებისა და მოქმედების დადასტურების შემდეგ, საარჩევნო
სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატ(ებ)ი გადავა
„წარდგენა“ სტატუსში, სადაც შესაძლებელია დამატებული
კანდიდატ(ებ)ის ღილაკით
ან მასზე შეყვანილი
ინფორმაციის ღილაკით 

. ღილაკზე დაჭერით გამოდის
შეკითხვის ფანჯარა
რომლის დადასტურების შემდეგ
ცესკოს თავმჯდომარეს წარედგინება „პარტიული სია“ და
„წარდგენა“ სტატუსიდან გადავა სტატუსში
„პროცესშია“:
და
გამოყენებით ახორციელებს პარტიული სიის წარდგენის შესახებ განცხადების
ტექსტის გენერირებას:

.
.
ღილაკით. „ხარვეზის გამოსწორების“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ
„პარტიული სია“ გადავა სტატუსში
„წარდგენა“, სადაც შესაძლებელია კონკრეტული
კანდიდატ(ებ)ის გრაფაში ხარვეზის გამოსწორების მიზნით მოხდეს ინფორმაციის
რედაქტირება (სამუშაო ადგილი, თანამდებობა, ტელეფონი, ასევე შესაძლებელია
სხვა დახარვეზებული დოკუმენტაციის ატვირთვა). რედაქტირებული
„პარტიული სია“ ღილაკის
საშუალებით, გადავა სტატუს
„პროცესში“.
.
„პარტიული სია“ სტატუსიდან „პროცესი“
გადავა სტატუსში „რეგისტრირებული“. კანონმდებლობით
დადგენილ ვადაში გამოიცემა შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

საშუალებით.
და

ღილაკით. ასევე შესაძლებელია
ძიების ველის
გამოყენებით კანდიდატების
ძებნა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).