„არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №7/2026 |
|
2026 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 19/03/2024, 010190020.15.008.016719) განსაზღვრული არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დადგენილებით განსაზღვრულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დამკვირვებლების წარდგენის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანს. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რასაც ცესკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, მისამართის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. 2. ადგილობრივ დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ განცხადება და დამკვირვებლების სია საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს ცესკოს განკარგულებით დადგენილი ფორმით და შინაარსით. წარდგენილ სიაში შეყვანილი ადგილობრივი დამკვირვებლები უნდა აკმაყოფილებდნენ საარჩევნო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და 49-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 16.01.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №7/2026. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016835.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელ ორგანიზაციათა დამკვირვებლების რეგისტრაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №5/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №7/2026, 16.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016835 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6755063/