„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №6/2026 |
|
2026 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 92-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 19/03/2024, 010190020.15.008.016718) განსაზღვრული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რასაც ცესკოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამოწმებს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ბაზაში. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი უნდა აკმაყოფილებდეს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2026.
- როდის იქნა მიღებული „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 16.01.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №6/2026. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.15.008.016834.
- რამდენი მუხლისგან შედგება „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 18 მარტის №4/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №6/2026, 16.01.2026, სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016834 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6755043/