უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.1997
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №425/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000000.01(2).003.000115
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 12/11/1997
matsne.gov.ge 3,706 სიტყვა · ~19 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მინიჭების შესახებ ამონაწერი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებიდან №425/ო 1997 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მინიჭების შესახებ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეორიენტაციის პროცესში მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №379 ბრძანებულებიდან „საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ გამომდინარე ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „დებულება უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მინიჭების შესახებ“ (დანართი 1). 2. დამტკიცდეს ექიმთა და ფარმაცევტთა სპეციალობების ნუსხა (დანართი 2). 3. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით: 3.1. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის მიმნიჭებელი ორგანოს ჩამოყალიბება. 3.2. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის მიმნიჭებელი ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის ორგანიზება. 3.3. ლიცენზიატთათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შექმნის ორგანიზება. 4. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ თ. ჯინჯოლავას: 4.1. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის მინიჭებისათვის სათანადო მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა. 4.2. სასერტიფიკაციო-სალიცენზიო ორგანოსა და ექსპერტ-სპეციალისტთა ფინანსური უზრუნველყოფის კრიტერიუმებისა და მოცულობის განსაზღვრა. 5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად. 6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, მინისტრი                                                                        ა. ჯორბენაძე დანართი 1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მინიჭების შესახებ თავი I ზოგადი ნაწილი მუხლი 1🔗. დებულება შემუშავებულია „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულებისა“ (დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №377 ბრძანებულებით) და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 ივნისის №379 ბრძანებულების „საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საფუძველზე. მუხლი 2🔗. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატისა და მის საფუძველზე სახელმწიფო ლიცენზიის (შემდგომში სახელმწიფო სერტიფიკატი და ლიცენზია) მინიჭების მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა არაპროფესიული და არაკომპეტენტური სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის საქმიანობისაგან. მუხლი 3🔗. სახელმწიფო სერტიფიკატი და მის საფუძველზე გაცემული ლიცენზია უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული განათლების მქონე პირებს (სპეციალისტებს) ანიჭებს დამოუკიდებელი სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლებას და არეგულირებს მის ფარგლებს. მუხლი 4🔗. სერტიფიკატისა და ლიცენზიის მინიჭების შემთხვევაში სახელმწიფო იძლევა გარანტიას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ოფიციალური დოკუმენტების მფლობელ სპეციალისტებს აქვთ უნარი აწარმოონ დამოუკიდებელი სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობა პროფესიული სტანდარტების დონეზე. მუხლი 5🔗. სერტიფიკაცია არის სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დონის შეფასება (მედიცინისა და ფარმაციის გარკვეულ სპეციალობაში), რომელიც ტარდება სასერტიფიკაციო გამოცდების საშუალებით პირები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სერტიფიკატი, დადგენილი პერიოდულობით. გადიან რესერტიფიკაციას. სერტიფიკაცია და რესერტიფიკაცია ნებაყოფლობითი აქტებია, რაც გულისხმობს მათ სავალდებულობას მხოლოდ დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის მსურველთათვის. მუხლი 6🔗. სახელმწიფო ლიცენზია ანუ დამოუკიდებელი პროფესიული (სამედიცინო ან ფარმაცევტული) საქმიანობის უფლება სპეციალისტს ენიჭება: სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობის, პროფესიული საქმიანობისა და მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. სახელმწიფო ლიცენზიის გაცემა ერთჯერადი აქტია. მუხლი 7🔗. სერტიფიკატისა და ლიცენზიის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო სახელმწიფოთა შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში გავრცელდება მის სუბიექტებზე. მუხლი 8🔗. საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიკაციას, რესერტიფიკაციასა და ლიცენზირებას წარმართავს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანო - „უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო” (შემდგომში - "საბჭო") წინამდებარე დებულების შესაბამისად. მუხლი 9🔗. შინაარსს დოკუმენტებისა, რომელთაც ეწოდება “სახელმწიფო სერტიფიკატი” და “სახელმწიფო ლიცენზია” (ქართულ და ინგლისურ ენაზე), მათი აღრიცხვის, შენახვისა და შეძენის წესებს შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (შემდგომში "სამინისტრო"). “სერტიფიკატი” და “ლიცენზია” მიეკუთვნება მკაცრი აღრიცხვიანობის დოკუმენტებს, აქვთ სააღრიცხვო სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები. მუხლი 10🔗. 2000 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი პროფესიული სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება მიენიჭებათ მხოლოდ სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატისა და შესაბამისად სახელმწიფო  ლიცენზიის მქონე პირებს. სასერტიფიკაციო გამოცდა დროებით შეიძლება გადაუვადდეს იმ პირებს, რომლებიც შრომის კანონმდებლობის თანახმად განთავისუფლებულნი არიან სამუშაოს შესრულებისაგან. მუხლი 11🔗. 2000 წლამდე ამჟამად მომუშავე ექიმებისათვის სასერტიფიკაციო გამოცდების გრაფიკს და მათი ჩაბარების ვადებს ცალკეული სპეციალობების მიხედვით განსაზღვრავს სამინისტრო. თავი II ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი და სახელმწიფო ლიცენზია მუხლი 12🔗. 1998 წლიდან ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი და ლიცენზია სავალდებულოა იმ პირებისათვის, რომლებიც იწყებენ საექიმო საქმიანობას ან იცვლიან სამუშაო ადგილს, ან იკავებენ უფრო მაღალ საექიმო თანამდებობას. მუხლი 13🔗. სახელმწიფო ლიცენზია მიენიჭება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელსაც განათლება მიღებული აქვს სახელმწიფო აკრედიტაციისა* და ლიცენზიის მქონე უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, ფაკულტეტზსა ან სექტორზე და გააჩნია ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი. ამ დებულებით გათვალისწინებული სამედიცინო სასწავლებლების აკრედიტაციის სავალდებულობა არ ვრცელდება იმ კურსდამთავრებულებზე, რომლებმაც დაამთავრეს შესაბამისი სახელმწიფო (ლიცენზიის მინიჭების წესის ძალაში შესვლამდე) ან სახელმწიფო თუ საერო სასწავლებელი აკრედიტაციის წესის ძალაში შესვლამდე. მუხლი 14🔗. საექიმო საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, განარჩევენ საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის შემდეგ სახეებს: 1. „ზოგადი პროფილის ექიმი“ - უფლება აქვს იმუშაოს პირველადი სამედიცინო დახმარების ქსელში. 2. „ექიმი-სტომატოლოგი“. 3.  „ექიმი-სპეციალისტი“ - უფლება აქვს იმუშაოს მედიცინისა  და სტომატოლოგიის, აგრეთვე პრევენტული მედიცინის ყველა შესაბამის სპეციალობაში. მუხლი 15🔗. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ ექიმის სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში. ორ ან მეტ სპეციალობაში ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატების მქონე პირს საექიმო საქმიანობა შეუძლია აწარმოოს ერთდროულად სერტიფიკატებით განსაზღვრულ სპეციალობებში. მუხლი 16🔗. ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა საბჭოს მიერ შედგენილი, სამინისტროს მიერ დამტკიცებული და გამოქვეყნებული პროგრამისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების საფუძველზე. მუხლი 17🔗. ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, გამონაკლისის სახით, მიეცემათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭებული აქვთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი კლინიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ან კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და ბოლო 15 წლის განმავლობაში შესაბამისი კლინიკური სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. მუხლი 18🔗. „ზოგადი პროფილის ექიმის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების, ფაკულტეტებისა ან სექტორების კურსდამთავრებულები და ამჟამად მომუშავე ექიმი-სპეციალისტები. მუხლი 19🔗. „ექიმი-სტომატოლოგის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სტომატოლოგიური სასწავლებლების, ფაკულტეტებისა ან სექტორების კურსდამთავრებულები და ყველა სპეციალობის ამჟამად მომუშავე ექიმი-სტომატოლოგები. მუხლი 20🔗. „ექიმი-სპეციალისტის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად კონკრეტულ სპეციალობაში სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან: 1. პირები, რომლებსაც შესაბამის სპეციალობაში დასრულებული აქვთ პროფესიული მზადების - რეზიდენტურის პროგრამა სახელმწიფო აკრედიტაციისა და ლიცენზიის მქონე სამედიცინო-სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით ან სხვა დაწესებულებაში. 2. საქართველოს ან უცხოეთის რომელიმე ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით, სპეციალიზებული და ზოგადი პროფილის სტაციონარული და ამბულატორიული (მათ შორის დისპანსერული) ტიპის დიაგნოსტიკურ, სამკურნალო და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური პროფილის დაწესებულებებში ამჟამად ან ბოლო 5 წლის განმავლობაში მომუშავე ექიმი-სპეციალისტები, შესაბამისი სპეციალობით პროფესიული და სამეცნიერო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ. 3. პირები, რომლებსაც შესაბამისი სპეციალობით დასრულებული აქვთ პროფესიული მზადება: ორდინატურაში, კლინიკურ ასპირანტურაში, დოქტორანტურაში. მუხლი 21🔗. მედიცინის რომელიმე სპეციალობაში „ექიმი-სპეციალისტის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია სხვა სპეციალობის „ექიმი-სპეციალისტის“ სერტიფიკატის მიღება. ამისათვის მან უნდა გაიაროს შესაბამისი სპეციალობით პროფესიული მზადების - რეზიდენტურის პროგრამა. მუხლი 22🔗. 1998 წლიდან „ზოგადი პროფილის ექიმის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მიღება სავალდებულოა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების იმ კურსდამთავრებულებისათვის (სრული სამედიცინო განათლებისა და ზოგადი კლინიკური მზადების დასრულების შემდეგ), რომლებსაც სურთ: 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა „ზოგადი პროფილის ექიმის“ სპეციალობით; 2. სხვა სპეციალობაში საქმიანობა და ამისათვის მზად არიან გააგრძელონ პროფესიული მზადება შესაბამის სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით. მუხლი 23🔗. სერტიფიკაციისა და ლიცენზირების დროს მაძიებლის სამედიცინო სპეციალობის განსაზღვრა ხდება: 1. მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლების პროფილისა და პროფესიული მზადების (ორდინატურა, ასპირანტურა, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სპეციალიზაციის კურსები) შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. 2. საკანდიდატო ან სადოქტორო დისერტაციების პროფილის (გრიფის) საფუძველზე. 3. ბოლო 5 წლის მანძილზე პრაქტიკული საექიმო საქმიანობის პროფილის მიხედვით. მუხლი 24🔗. სხვადასხვა სპეციალობისათვის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადებს ადგენს საბჭო და ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის ხელახალი დადასტურება ხდება რესერტიფიკაციის მეშვეობით. ახალი სახელმწიფო სერტიფიკატი წარმოადგენს შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის უფლების გაგრძელების იურიდიულ საფუძველს. თავი III საშუალო სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი და სახელმწიფო ლიცენზია მუხლი 25🔗. 1998 წლიდან საშუალო სამედიცინო პერსონალის (მათ შორის კბილის ტექნიკოსების) სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის ფლობა სავალდებულოა იმ პირებისათვის, რომლებიც იწყებენ დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას ან იცვლიან სამუშაო ადგილს, ან იკავებენ უფრო მაღალ თანამდებობას. მუხლი 26🔗. საშუალო სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე სახელმწიფო ლიცენზია გაიცემა საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც საშუალო სამედიცინო განათლება მიღებული აქვს სახელმწიფო აკრედიტაციისა და ლიცენზიის მქონე საშუალო სამედიცინო სასწავლებელში და გააჩნია საშუალო სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი. მუხლი 27🔗. საშუალო სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ თითოეულ სპეციალობაში. მუხლი 28🔗. საშუალო სამედიცინო პერსონალს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ეძლევა მხოლოდ სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში. შესაბამისი სერტიფიკატების ფლობის შემთხვევაში უფლება შეიძლება ვრცელდებოდეს ორ და მეტ სპეციალობაში მუშაობაზე. მუხლი 29🔗. საშუალო სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა საბჭოს მიერ შედგენილი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და გამოქვეყნებული პროგრამისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მუხლი 30🔗. სერტიფიკაციისა და ლიცენზირების დროს მაძიებლის სამედიცინო სპეციალობის განსაზღვრა ხდება: 1. საშუალო სამედიცინო განათლებისა და დიპლომისშემდგომი მზადების (დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სპეციალიზაციის კურსები) შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ან 2. ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის პროფილის მიხედვით. მუხლი 31🔗. საშუალო სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადას თითოეულ სპეციალობაში განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი დადასტურება ხდება რესერტიფიკაციის მეშვეობით. ახალი სახელმწიფო სერტიფიკატი ხდება ლიცენზიის გაგრძელების იურიდიული საფუძველი. თავი IV უმაღლესი ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი და სახელმწიფო ლიცენზია მუხლი 32🔗. 1998 წლიდან უმაღლესი განათლების სპეციალისტ-ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის ფლობა სავალდებულოა იმ პირებისთვის, რომლებიც იწყებენ ფარმაცევტულ საქმიანობას ან იცვლიან სამუშაო ადგილს, ან იკავებენ უფრო მაღალ თანამდებობას. მუხლი 33🔗. სახელმწიფო ლიცენზია გაიცემა საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც განათლება მიღებული აქვს სახელმწიფო აკრედიტაციისა და ლიცენზიის მქონე უმაღლეს ფარმაცევტულ სასწავლებელში, ფაკულტეტზსა ან სექტორზე და გააჩნია სპეციალისტი-ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატი. მუხლი 34🔗. ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ თითოეულ ფარმაცევტულ სპეციალობაში. მუხლი 35🔗. დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა ნებადართულია მხოლოდ უმაღლესი ფარმაცევტული განათლების სპეციალისტისთვის, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ სპეციალობაში. შესაბამისი სერტიფიკატების ფლობის შემთხვევაში უფლება შეიძლება ვრცელდებოდეს ორ და მეტ სპეციალობაში მუშაობაზე. მუხლი 36🔗. უმაღლესი ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა საბჭოს მიერ შედგენილი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და გამოქვეყნებული პროგრამისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მუხლი 37🔗. სპეციალისტ-ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე გამონაკლისის სახით გაიცემა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭებული აქვთ ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და გააჩნიათ ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ან კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და ბოლო 15 წლის განმავლობაში შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. მუხლი 38🔗. „ზოგადი პროფილის ფარმაცევტის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ფარმაცევტული სასწავლებლების, ფაკულტეტების, სექტორების კურსდამთავრეულები. მუხლი 39🔗. კონკრეტული სპეციალობის მიხედვით ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან: 1. პირები, რომლებსაც შესაბამის სპეციალობაში დასრულებული აქვთ პროფესიული მზადების პროგრამა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე ფარმაცევტულ სასწავლებლებში, ფაკულტეტებსა ან სექტორებზე. 2. სამეცნიერო-კვლევით, სპეციალიზებულ ან ზოგადი პროფილის ფარმაცევტულ დაწესებულებებში ამჟამად ან ბოლო 5 წლის განმავლობაში მომუშავე ფარმაცევტები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის სპეციალობაში პროფესიული და სამეცნიერო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. 3. პირები, რომლებსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში დასრულებული აქვთ პროფესიული მზადება შესაბამისი სპეციალობით ასპირანტურაში, დოქტორანტურაში ან გავლილი აქვთ დარგობრივი სპეციალიზაცია. მუხლი 40🔗. ფარმაციის რომელიმე სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია სხვა სპეციალობის სერტიფიკატის მიღება. ამისათვის მან უნდა გაიაროს შესაბამისი სპეციალობით პროფესიული მზადების - დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამა. მუხლი 41🔗. 1998 წლიდან „ზოგადი პროფილის ფარმაცევტის“ სახელმწიფო სერტიფიკატის მიღება სავალდებულოა სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი ფარმაცევტული სასწავლებლების იმ კურსდამთავრებულებისათვის, რომლებსაც სურთ: 1. „ზოგადი პროფილის ფარმაცევტის” სპეციალობით საქმიანობა. 2. ფარმაციის სხვა სპეციალობაში საქმიანობა და ამისათვის მზად არიან გააგრძელონ პროფესიული მზადება შესაბამის სპეციალობაში. მუხლი 42🔗. სერტიფიკაციისა და ლიცენზირების დროს მაძიებლის სპეციალობის განსაზღვრა ხდება: 1. მიღებული უმაღლესი ფარმაცევტული განათლების პროფილისა და პროფესიული მზადების (ასპირანტურის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი, სპეციალიზაციის კურსები) შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. 2. საკანდიდატო ან სადოქტორო დისერტაციების პროფილის (გრიფის) საფუძველზე. 3. ბოლო 5 წლის მანძილზე პრაქტიკული ფარმაცევტული საქმიანობის პროფილის მიხედვით. მუხლი 43🔗. სხვადასხვა სპეციალობისათვის ფარმაცევტის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადები განსხვავებულია (5-დან 10-წლამდე). ცალკეულ სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადებს ადგენს საბჭო და ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის ხელახალი დადასტურება ხდება რესერტიფიკაციის მეშვეობით, რომლის წესებსა და ჯერადობას სპეციალობის მიხედვით შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. ახალი სახელმწიფო  სერტიფიკატი ხდება სახელმწიფო ლიცენზიის გაგრძელების იურიდიული საფუძველი. თავი V საშუალო ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი და სახელმწიფო ლიცენზია მუხლი 44🔗. 1998  წლიდან საშუალო ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის ფლობა სავალდებულოა იმ პირებისათვის, რომლებიც იწყებენ პროფესიულ საქმიანობას ან იცვლიან სამუშაო ადგილს, ან იკავებენ უფრო მაღალ თანამდებობას. მუხლი 45🔗. სახელმწიფო ლიცენზია გაიცემა საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელსაც განათლება მიღებული აქვს სახელმწიფო აკრედიტაციისა და ლიცენზიის მქონე საშუალო სპეციალურ სასწავლებელში და გააჩნია საშუალო ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი. მუხლი 46🔗. საშუალო ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა საბჭოს მიერ შედგენილი, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული და გამოქვეყნებული პროგრამისა და შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ. მუხლი 47🔗. საშუალო ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სერტიფიკატის ხელახალი დადასტურება ხდება რესერტიფიკაციის მეშვეობით, რომლის წესებსა და ჯერადობას შეიმუშავებს საბჭო და ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. ახალი სერტიფიკატი ხდება ლიცენზიის გაგრძელების იურიდიული საფუძველი. თავი VI უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო მუხლი 48🔗. საქართველოში უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიციკაციას, რესერტიფიკაციასა და ლიცენზირებას წარმართავს უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო. მუხლი 49🔗. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სერტიფიკატისა და ლიცენზიის მინიჭება ხდება წინამდებარე დებულებისა და საბჭოს მიერ შემუშავებული და სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესებით. მუხლი 50🔗. საბჭო პასუხისმგებელია სამინისტროს წინაშე: 1. უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის მინიჭების დადგენილი წესით ჩატარებაზე. 2. სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობაზე პროფესიულ სტანდარტებთან. მუხლი 51🔗. საბჭოს ფორმირება ხდება შემდეგი წესით: 1. საბჭოს წევრობის კანდიდატებს სამინისტროს წარუდგენენ უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და პროფესიული საზოგადოებრივი გაერთიანებები. 2. საბჭოს შემადგენლობას, რომლის რაოდენობა განისაზღვრება 25 წევრით, ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით, რის შემდეგ საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს სულ ცოტა 50 %-ით. 3. საბჭოს წევრობა შესაძლებელია ზედიზედ მხოლოდ ორი ვადის განმავლობაში. საბჭოს წევრობა სხვადასხვა დროს არ უნდა აღემატებოდეს - 3 ვადას. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) სამედიცინო და ფარმაცევტული განათლების, მაღალი პროფესიული ავტორიტეტის მქონე პირები პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟით - 22 წევრი; ბ) საზოგადოების წარმომადგენელი (არასამედიცინო განათლების მქონე), რომელიც მოსახლეობის დიდი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს 3 წევრი. 5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია პირადი სურვილის საფუძველზე ან ისეთი ქმედების ჩადენისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. 6. საბჭო უფლებამოსილია სამუშაოზე აიყვანოს: აღმასრულებელი დირექტორი, მდივანი, იურისტი, ექსპერტ-სპეციალისტთა საჭირო რაოდენობა. მუხლი 52🔗. საბჭოში გაერთიანებულია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: 1. უმაღლესი სამედიცინო სპეციალობების სექტორი. 2. საშუალო სამედიცინო სპეციალობების სექტორი. 3. ფარმაცევტული სპეციალობების სექტორი. 4. მედიცინის დამხმარე სპეციალობათა სექტორი (მედიცინასთან დაკავშირებული სპეციალობები, რომლებიც არ შედიან საექიმო, საექთნო ან ფარმაცევტული კომისიების კომპეტენციაში). მუხლი 53🔗. საბჭო ვალდებულია: 1. შეიმუშავოს, პერიოდულად გააუმჯობესოს, სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სერტიფიკატისა და ლიცენზიის მინიჭების წესები. 2. განსაზღვროს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების პროცედურა, დანიშნოს გამოცდების ვადები. 3. შექმნას დარგობრივი ქვეკომისიები. 4. სისტემატური პერიოდულობით გამოაქვეყნოს სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენები ექიმთა და ფარმაცევტთა ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით. 5. დაამყაროს მჭიდრო კონტაქტები პროფესიულ საზოგადოებრივ გაერთიანებებთან. 6. უზრუნველყოს ლიცენზიების შეუფერხებელი გაცემა საქართველოს ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით. 7. ჩაატაროს რეგიონებში გასვლითი სესიები, საჭიროების მიხედვით კი -  სასერტიფიკაციო გამოცდები. 8. წარსდგეს სამინისტროს წინაშე თავისი საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით. მუხლი 54🔗. საბჭო უფლებამოსილია: 1. გაატაროს დისციპლინარული ღონისძიებანი ლიცენზიის მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის მიმართ დადგენილი წესით. 2. ადრე გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის კვალიფიკაციის პერიოდული გადამოწმების მიზნით დადგენილ ვადებში ჩაატაროს სამედიცინო და ფარმაცევტული კადრების რესერტიფიკაცია და მისი შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტა ან გაგრძელება ახალი ვადით. 3. მონაწილეობა მიიღოს პაციენტის ან მისი ახლობლების მიერ აღძრული საჩივრის განხილვასა (რომელიც დაკავშირებულია ლიცენზიის მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის საქმიანობასთან) და შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. გადაამოწმოს მაძიებლის მიერ წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია. მუხლი 55🔗. საბჭოს ფინანსური საქმიანობა: 1. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ადგენს მოსაკრებლების ოდენობას, რომელსაც სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალი იხდის შესაბამისად სერტიფიკაციის, რესერტიფიკაციისა და ლიცენზირების გასავლელად. 2. სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისაგან საბჭოს ანგარიშზე შემოსული სახსრების ნორმირებისა და განკარგვის წესს ადგენს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. თავი VII მოთხოვნები მაძიებლისადმი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობისათვის სახელმწიფო ლიცენზიის მისაღებად მუხლი 56🔗. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატისა და ლიცენზიის მაძიებელმა საბჭოს უნდა წარუდგინოს დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები. მუხლი 57🔗. მაძიებლის ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა და პროფესიული მომზადების დონე უნდა უზრუნველყოფდეს დამოუკიდებელი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის წარმართვას პროფესიული სტანდარტების დონეზე. მუხლი 58🔗. მაძიებელი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის სისწორეზე. მუხლი 59🔗. მაძიებელი პირადად უნდა წარსდგეს საბჭოს წინაშე გასაუბრების, გამოცდისა თუ დოკუმენტების განხილვის დროს. თავი VIII უცხოეთის ქვეყნების სამედიცინო და ფარმაცევტული სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობისათვის ლიცენზიის გაცემის წესები მუხლი 60🔗. სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობისათვის ლიცენზიის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომელსაც სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება და/ან პროფესიული მზადება 1992 წლის შემდეგ გავლილი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთო მოთხოვნების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს: 1. უცხოეთის სასწავლებლის მიერ გაცემული სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლებისა და პროფესიული მზადების დამთავრების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. 2. სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალი (საათობრივი დატვირთვის გათვალისწინებით). მუხლი 61🔗. თუ მაძიებელს ლიცენზია (ან მისი ეკვივალენტი) მიღებული აქვს სხვა ქვეყანაში, მაშინ საბჭო წარმოდგენილი საბუთების განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია გასცეს საქართველოს სახელმწიფო ლიცენზია სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე ან დაუშვას მაძიებელი სასერტიფიკაციო გამოცდაზე. მუხლი 62🔗. მაძიებელი უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას (იგულისხმება ზეპირი და წერითი მეტყველება), რაც აუცილებელია ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისა და კოლეგებთან, პაციენტებთან და მათ ახლობლებთან საქმიანი ურთიერთობისათვის. მუხლი 63🔗. უცხო ენაზე წარმოდგენილ (გარდა რუსული ენისა) ყველა დოკუმენტს (დიპლომები, მოწმობები და სხვა) უნდა დაერთოს სახელმწიფო ენაზე ნოტარიალურად დამოწმებული ასლი. მუხლი 64🔗. მაძიებელმა უნდა დააკმაყოფილოს იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნა. მუხლი 65🔗. თუ მაძიებელს საბჭოს გადაწყვეტილებით არ ეძლევა ლიცენზია გამოცდების ჩაბარების გარეშე, ის ვალდებულია ჩააბაროს სახელმწიფო  სასერტიფიკაციო გამოცდა დადგენილი წესით. თავი IX უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეობის მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის დროებითი სახელმწიფო ლიცენზი0ს გაცემის წესი მუხლი 66🔗. უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობა მხოლოდ დადგენილი წესით გაცემული დროებითი სახელმწიფო ლიცენზიის საფუძველზე. მუხლი 67🔗. დროებითი სახელმწიფო ლიცენზიის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. თავი X დისციპლინური ღონისძიებები უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის მიმართ, რომელთაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო ლიცენზია მუხლი 68🔗. საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიის მქონე სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის მიმართ საბჭოს მიერ შეიძლება გატარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი დისციპლინური ღონისძიებები: 1. ლიცენზიის გაუქმება. 2. ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერება (ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადით). 3. ლიცენზიის ჩამორთმევა. 4. გაფრთხილება გამოსაცდელი ვადის დაწესებით, რომლის განმავლობაშიც განმეორებითი დარღვევებს შეიძლება მოჰყვეს ლიცენზიის დროებით შეჩერება ან ჩამორთმევა. 5. საყვედური. თავი XI სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესები მუხლი 69🔗. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამედიცინო და ფარმაცევტულ სპეციალობებში. მუხლი 70🔗. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს ატარებენ სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალობების შესაბამისი საგამოცდო კომისიები. მუხლი 71🔗. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება 3 ეტაპისაგან (უმაღლესი და საშუალო ფარმაცევტული განათლების სპეციალისტებისათვის მხოლოდ I და III ეტაპისაგან) და შეიძლება ჩატარდეს ერთ ან რამდენიმე დღეში: 1. I ეტაპი - მედიცინის თეორიული ცოდნის მოცულობისა და ხარისხის შეფასება ტესტ-კითხვების მეშვეობით. ა) ტესტ-კითხვები შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი სპეციალობის პროფესიული სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს კონკრეტულ სპეციალობაში პროფესიული მზადების პროგრამის ძირითად განაკვეთებს. ბ) ტესტ-კითხვების უმართავი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საბჭო აწარმოებს ტესტ-კითხვების ყოველწლიურ გადახედვას და საჭიროებისამებრ ცვლის მათ სტრუქტურასა და შინაარსს. განახლებულ ტესტ-კითხვებს ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. გ) გამოსაცდელ პირს ეძლევა 150-200 ტესტ-კითხვა შესაბამის სპეციალობაში, მისი ყველა ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით. დ) ტესტურ გამოცდას ეთმობა 3-5 საათი. ე) ტესტური გამოცდა ითვლება ჩაბარებულად საბჭოს მიერ დადგენილი და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ვ) გამოცდა ტარდება წერითი ფორმით (სპეციალური ფორმების შევსება) ან სპეციალური ტექნიკური საშუალებების (კომპიუტერების) გამოყენებით. 2. II ეტაპი - პროფესიული აზროვნებისა და კლინიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარის შეფასება კლინიკური (დიაგნოსტიკური და სამკურნალო) ხასიათის სიტუაციური ამოცანების საშუალებით. პროფესიული აზროვნებისა და კლინიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარის შემოწმება ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომლის დროსაც მაძიებელმა დაწვრილებით უნდა გააშუქოს კლინიკური (დიაგნოსტიკური და სამკურნალო სახის) ამოცანის შინაარსი, დასახოს ამოცანის პირობებით განსაზღვრული კლინიკური გამოკვლევისა და მკურნალობის სავარაუდო ტაქტიკა, გამოიყენოს დიფერენციული დიაგნოსტიკის პრინციპები და კლინიკური აზროვნების სხვა მიღებული მეთოდები. 3. III ეტაპი - დასკვნითი გამოცდა - გასაუბრება კომისიის წევრებთან, რომლის დროსაც ფასდება მაძიებლის პროფესიული აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მუხლი 72🔗. გამოცდის ერთ-ერთ ეტაპზე არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში მაძიებელი კარგავს გამოცდის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის უფლებას. მუხლი 73🔗. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები ფორმდება დადგენილი ნიმუშის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი (დანართი 2). მუხლი 74🔗. განმეორებითი სასერტიფიკაციო გამოცდა ინიშნება საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში არანაკლებ სამი თვის შემდეგ. მუხლი 75🔗. საგამოცდო კომისია სრულად აგებს პასუხს გამოცდის ჩატარების ხარისხზე. საგამოცდო პროცედურის დარღვევის ან კომისიის მუშაობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს კომისიის საქმიანობა. დანართი 1 უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელ ეროვნულ საბჭოს მოქალაქე -----------------------------------------------------------------------------------------                                                                         (გვარი, სახელი) მცხოვრები --------------------------------------------------------------------------------------- -----------------------------------------------------------------------------------------------------                           (მისამართი) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ დამიშვათ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე ----------------------------------------------------------------------------------- სპეციალობაში. განცხადებას თან ერთვის: 1. განათლების დამადასტურებელი საბუთის (დიპლომის) ასლი. 2. ამონაწერი შრომის წიგნაკიდან. 3. დახასიათება ბოლო სამუშაო ადგილიდან ან სასწავლებლიდან. 4. მეცნიერებათა კანდიდატის ან დოქტორის დიპლომის ასლი. 5. ასპირანტურის ან ორდინატურის დამთავრების მოწმობის ასლი. 6. საკვალიფიკაციო კატეგორიის დამადასტურებელი საბუთის ასლი. 7. საპატიო წოდების დამადასტურbებელი საბუთის ასლი. 8. ჯანმრთელობის ცნობა. 9. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. (ჩამონათვალში წაშალეთ ის პუნქტები, რომლის შესაბამის საბუთს არ წარმოადგენთ) განმცხადებლის ხელმოწერა                                  თარიღი დანართი 2 ოქმი № --------------------------------------------------- სპეციალობაში საკვალიფიკაციო გამოცდის     (მიუთითეთ სპეციალობა) 1. თავმჯდომარე მდივანი კომისიის წევრები 2. მაძიებლის სახელი, გვარი 3. სპეციალობა 4. სასერტიფიკაციო გამოცდა 4.1. I ეტაპი - ტესტ-კითხვებით გამოცდა ----------------------------------                                      ---------------------------------------------- (პროგრამის დასახელება)                              (სწორი პასუხების პროცენტი) 4.2. II ეტაპი - პროფესიული აზროვნებისა და კლინიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარის შემოწმება. ჩაეთვალა არ ჩაეთვალა (ხაზი გაუსვით) 4.3. III ეტაპი - ზეპირი გამოცდა დამაკმაყოფილებელი, არადამაკმაყოფილებელი (ხაზი გაუსვით) კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანი კომისიის წევრები 5. საბჭოს გადაწყვეტილება: 5.1. მიენიჭოს სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ------------------------------------ გრიფი ------------------------------ 5.2. უარი ეთქვას სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭებაზე სპეციალობით ------------------------------------ გრიფი ----------------------------- 6. -------------------------------------------------------------------------------- მიენიჭა                                         (გვარი, სახელი) სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ------------------------------------გრიფი ------------------------------ საბჭოს გადაწყვეტილების № -------------  -------------------------- 199 წ. სახელმწიფო სერტიფიკატის № ------------------------------- გაცემულია ---------------------------199 წ. საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს მდივანი საბჭოს წევრები ექიმთა და ფარმაცევტთა სპეციალობათა ნუსხა 1. ზოგადი პრაქტიკის ექიმი (ოჯახის ექიმი) 2. შინაგანი მედიცინა - ალერგოლოგია, იმუნოლოგია; - გასტროენტეროლოგია; - დერმატოლოგია; - ენდოკრინოლოგია; - ინფექციური სნეულებანი; - კარდიოლოგია; - კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერაპია; - კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია; - ნევროლოგია; - ნეფროლოგია; - პროფესიული პათოლოგია; - პულმონოლოგია; - რევმატოლოგია; - რეპროდუქტოლოგია; - სამედიცინო გენეტიკა; - სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია, სპორტული მედიცინა; - სექსოპათოლოგია; - ტრადიციული მედიცინა; - ტოქსიკოლოგია; - ფთიზიატრია; - ჰემატოლოგია; - ჰერიატრია. 3. ქირურგია - აბდომინალური ქირურგია; - ანესთეზიოლოგია; - ბავშვთა ქირურგია; - ენდოკრინული ჯირკვლების ქირურგია; - ენდოსკოპია, ენდოსკოპიური ქირურგია და ლიტოტრიფსია; - თორაკალური ქირურგია; - კარდიოქირურგია; - ნეიროქირურგია; - ონკოლოგია; - ოფთალმოლოგია; - ოტო-რინო-ლარინგოლოგია; - პლასტიკური ქირურგია; - პროქტოლოგია; - სისხლძარღვთა ქირურგია; - უროლოგია; - ტრავმატოლოგია-ორტოპედია; - ტრანსპლანტაცია; - ტრანსფუზიოლოგია. 4. მეანობა-გინეკოლოგია და პერინატალური მედიცინა 5. პედიატრია - ალერგოლოგია იმუნოლოგია; - გასტროენტეროლოგია; - ენდოკრინოლოგია; - ინფექციური სნეულებანი; - კარდიოლოგია, რევმატოლოგია; - კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერაპია; - ნევროლოგია; - ნეონატოლოგია; - ნეფროლოგია; - პულმონოლოგია; - ფთიზიატრია; - ჰემატოლოგია. 6. ფსიქიატრია - ბავშვთა ფსიქიატრია; - მოზრდილთა ფსიქიატრია; - ნარკოლოგია. 7. რადიოლოგია 8. პათოლოგიური ანატომია, კლინიკური პათოლოგია - იმუნოპათოლოგია; - კლინიკურ-ლაბორატორიული საქმე; - სამედიცინო მიკრობიოლოგია; - სასამართლო მედიცინა; - სისხლისა და ქსოვილების ბანკი; - ციტოპათოლოგია; 9. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჰიგიენა - ეპიდემიოლოგია; - პარაზიტოლოგია; - სანიტარული განათლება; - სამედიცინო სტატისტიკა; - ჯანდაცვის ორგანიზაცია; - ჰიგიენა ბავშვთა და მოზარდთა; - ჰიგიენა ზოგადი; - ჰიგიენა კვების; - ჰიგიენა კომუნალური; - ჰიგიენა რადიაციული; - ჰიგიენა შრომის. 10. სტომატოლოგია - ბავშვთა სტომატოლოგია; - თეპარიული სტომატოლოგია; - ქირურგიული სტომატოლოგია; - ორთოპედიული სტომატოლოგია. 11. ფარმაცია - ზოგადი პროფილის ფარმაცევტი; - კლინიკური ფარმაკოლოგი; - ფარმაცევტი ორგანიზატორი; - ფარმაცევტი ანალიტიკოსი; - ფარმაცევტი ტექნოლოგი; - ფარმაცევტი ტოქსიკოლოგი.